“რომანიპე”

“რომანიპე” - გახლავთ უმთავრესი ტერმინი ბოშათა ფილოსოფიისა,რომელიც ითარგმნება,როგორც – “ბოშათა სული”,”ბოშათა კულტურა”.თავად დანიშნულება ტერმინისა,საკმაოდ ფართო გაგებისაა.იგი გახლავთ სრული ერთობლიობა – ბოშათა სულის,ბოშათა კანონების,შეგნების იმისა,რომ განეკუთვნებიან ბოშათა საზოგადოებას,მათ კულტურას,წეს-ჩვეულებებს და სხვა.თუ კი “რომანიპე” დაცული არ იქნა ბოშასგან,მაშინ შეუძლებელია ასეთი პიროვნება ბოშად აღიარონ. (ავტორი გენია.ჯი) ითვლება,რომ “რომანიპეს” აქვს სხვადასხვა მეთოდები,რომლის მიხედვითაც,ეთნიკურად სხვა ეროვნების ადამიანსაც აქვს შესაძლებლობა ბოშად იქნეს მიჩნეული.მაგალითად,ადამიანი რომელიც ცხოვრობს “რომანიპეს” მსოფლმხედველობით,იცავს მათ კანონებს,ცხოვრობს ბოშათა ტრადიციებით და არ განეკუთვნება მათ ეთნოსს,შესაძლოა მიიღონ როგორც მათი ეთნოსის წარმომადგენელი.ამასთანავე თუ კი ჩვილი,რომელიც ბოშათა ოჯახმა აიყვანა შვილად და პატარა არ გახლავთ ეთნიკურად ბოშა,თავისთავად იზრდება იგი იმ წეს-ჩვეულებებით და კანონებით,როგორც თავად ბოშათა წესია,ამ შემთხვევაში მასაც თავიანთ ეთნოსად იღებენ.მთავარია,რომ არაეთნიკურმა ბოშამ აღიაროს “რომანიპეს” ყველა პრინციპი. (ავტორი გენია.ჯი)