კიტა აბაშიძის ნააზრევი…

“ჩვენისთანა პატარა და ჩაგრული ერი… დღენიადაგ ისეთ პირობებშია,რომ სულ თავის დაცვაზე უნდა იფიქროს,უნდა ყოველი ღონე მოახმაროს მას,რომ თავისი “ვინაობა” შეინარჩუნოს, – ვიხმაროთ ეს მშვენიერი სიტყვა ჩვენი საეროვნო პოლიტიკის გამჭედლის,დიდებულის მოძღვრის ილიას სიტყვა,რომელიც ჩვენი ნაციონალური გათვითცნობიერების ისტორიის ფურცლებზედ მისი წმინდა სისხლით არის აღბეჭდილი.

ერის თვითარსებობის,ერის “ვინაობის” დაცვა არის ერთი უდიდესი,ერთი მოუცილებელი პრობლემა ეროვნული პოლიტიკისა; ყოველ გზას აქ მივყევართ და ყოველი საშუალება ამ მიზნით იხმარება ერის ცხოვრებაში: პირველყოფილი მოთხოვნილება ერის ცხოვრებისა,ის მინიმუმი მისი სიცოცხლის ლტოლვისა,რომელიც ფატალურად აუცილებელია,ამ “ვინაობის” შენარჩუნებაა,ისე,როგორც კერძო ადამიანისათვის სიცოცხლის პირველი საფეხური მისი ბიოლოგიური განსხეულებაა.

თუ ეს მინიმუმი სიცოცხლის შესაძლებლობისა დაცული და შენარჩუნებული არ იქნება,სხვის შესახებ ფიქრიც არ შეუძლია ერს… და მთელი ერი ფიქრობს მარტო იმის შესახებ,რომ დაიცვას ძირითადი მინიმუმი თავისი არსებობისა,შეინარჩუნოს თავისი “ვინაობა”. (ავტორი გენია.ჯი)