თემისტიოსი
თემისტიოსი - დაიბადა 317 წელს პაფლაგონიაში (მცირე აზიის ჩრდილოეთი,ერთ-ერთი ისტორიულ რეგიონი).იგი გახლდათ დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი და სწავლული.მისი პიროვნება დიდ ყურადღებას იქცევს ქართველ მკითხველში.რადგან თემისტიოსმა და მისმა მამამ – ევგენიოსმა,რიტორიკული განათლება,უძველეს ქართულ საგანმანათლებლო ცენტრში – “კოლხეთის უმაღლესს რიტორიკულ სკოლაში”,მიიღეს. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ისიც,რომ ამ დიდებული სასწავლებლის შესახებ,ერთადერთი პირდაპირი ცნობა სწორედ თემისტიოსმა შემოგვინახა.მიუხედავად იმისა,რომ თავის წერილში თემისტიოსი არ ასახელებს “კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლის” დამაარსებლის ვინაობას,იგი მას “ბრძენად” და “სათნოდ” ადამიანად მოიხსენიებდა.ასევე არ არის ცნობილი თუ რა პროგრამა შეისწავლებოდა აღნიშნულ სასწავლებელში.ცნობილია ისიც,რომ მიუხედავად საბერძნეთში არსებული უამრავი საგანმანათლებლო ცენტრისა,რიტორიკული სკოლა მხოლოდ კოლხეთში არსებობდა,სადაც ფილოსოფია და მჭერმეტყველება (რიტორიკა) განუყოფლად,ერთ საგნად შეისწავლებოდა.345 წელს მიემგზავრება კონსტანტინეპოლში,სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა და დარჩენილი ცხოვრებაც იქვე გაატარა.IV საუკუნეში დააარსა კონსტანტინეპოლში ფილოსოფიური სკოლა და დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობდა საზოგადოებაში. (ავტორი გენია.ჯი) 384 წელს კონსტანტინეპოლის იმპერატორის თეოდოსიუს I-ის (347-395 წლები) მიერ,დანიშნულ იქნა ქალაქის პრეფექტად.დღევანდელ დღემდე მისი ნაშრომებიდან,სამი კომენტარიღაა შემორჩენილი – “არისტოტელეს ნაშრომების” შესახებ ბერძნულ ენაზე.ასევე შემორჩენილია მისი 34 სიტყვით გამოსვლა.თემისტიოსის მოღვაწეობა შეიცავდა “პარაფრაზების” გადამუშავებასაც.მისმა მოღვაწეობამ და ფილოსოფიურმა ხედვებმა დიდი გავლენა იქონიეს მომდევნო თაობების ბიზანტიელ ფილოსოფოსებზე.თავის დროზე ნაშრომები თარგმნილ იქნა ლათინურ და არაბულ ენებზე.თემისტიოსი გარდაიცვალა 388 წელს კონსტანტინეპოლში,სადაც დაკრძალულია კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)