“ქაღალდის ბანკნოტის ისტორიიდან”
ჩინელები პირველი ხალხი იყო მსოფლიოში,ვინც ქაღალდის ბანკნოტები შემოიღო მიმოქცევაში.ისტორიულ წარსულს თუ არ ჩავეძიებით (როდესაც ფულის მაგივრობას ირმის ტყავი და სხვა საგნები წარმოადგენდა),მაშინ უნდა დავეთანხმოთ,ჩინელ მეცნიერთა და ისტორიკოსთა საერთო აზრს იმისა,რომ ჩინურმა სახელმწიფო ხაზინამ ქაღალდის პირველი ფული დაახლოებით 650 წელს გამოუშვა (აქ გასათვალისწინებელია,რომ ადრეულ საუკუნეებში ჩინეთის ტერიტორიაზე მდებარე სხვადასხვა სამთავროები თუ სამეფოები მოიხმარდნენ ქაღალდის ბანკნოტებს,თუმცა ეს არ გახლდათ გაერთიანებული ჩინური სახელმწიფოს ოფიციალური ბანკნოტები). (ავტორი გენია.ჯი) 650 წელს გამოშვებულ ქაღალდის ფულს – “ფეი ციანი” (მფრინავი ფული) ერქვა.თუმცა ამ ფულის მოხმარება მალევე შეწყდა და უკვე X საუკუნემდე ქაღალდის ფულის არსებობაზე არავითარი ინფორმაცია აღარ მოიპოვება.X საუკუნეში ქაღალდის ფული ისევ შემოვიდა ხმარებაში სიჩუანის პროვინციის ბანკირთა კორპორაციების მეშვეობით.თუმცა განვლო დრომ და სახელმწიფომ გააუქმა კერძო ქაღალდის ფულის გამოშვება და თავად გამოუშვა – სახელმწიფო ბანკნოტები.ასეთ კუპიურებს მოიხმარებოდნენ დინასტია სუნის პერიოდშიც.მონღოლთა ბატონობის დროს კი შესაძლოა ითქვას,რომ ქაღალდის ფულმა წალეკა ჩინეთი.ხალხი ქაღალდის ფულის ხმარებას რომ შეჩვეოდა,ყუბილაი ყაენმა მთლიანად ერთი პერიოდის მანძილზე აკრძალა ლითონის ფულის მოხმარება.დროის გარკვეულ პერიოდში ქაღალდის ფული ნაწილობრივ უზრუნველყოფილი იყო ლითონის მარაგით,მაგრამ,როდესაც მარაგი ამოიწურა,ფულს საერთოდ ყოველგვარი გარანტიების გარეშე უშვებდნენ.ამან კი ქარალდის ფულის საშინელი გაუფასურება და სრული ინფლაცია გამოიწვია.ქაღალდის ბანკნოტების შესახებ არაერთი მოგზაური გვაწვდის ცნობებს.მაგალითად – მარკო პოლო,ბერი გილიომ რუბრუკი,იბნ-ბატუტა,ოდორიკო დე პორდენონე და სხვები. (ავტორი გენია.ჯი) ჩინეთში ხალხი სავაჭროდ არც ოქროს და აღარც ვერცხლის ფულს აღარ ხმარობდა.ქაღალდის ბანკნოტებზე დასმული იყო იმპერატორის ბეჭდის ნიშანი.ამ ბანკნოტებისათვის საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა,ის რომ ძალიან მალე იცრიცებოდა და სესაბამისად,გამოსაყენებლად უვარგისი ხდებოდა.თუმცა არსებობდა საშუალება მისი ახალი ფულით შეცვლისა (იმ შემთხვევაში,თუ კი ფულს საიმპერატორო ბეჭდის ნიშანი ეტყობოდა).ამ ოპერაციას კი ზარაფხანა და სამეფო პალატა ასრულებდნენ,რომლებიც ასეთი შემთხვევების დროს 3%-ს იტოვებდნენ თანხისა.მოგვიანებით ჩინეთიდან ქაღალდის ბანკნოტებმა გავრცელება სხვა,აზიურ ქვეყნებში ჰპოვა და საბოლოოდ მსოფლიოშიც გავრცელდა,როგორც მარტივად მოსახმარი და ეფექტურად გამოსაყენებელი ფინანსური საშუალება. (ავტორი გენია.ჯი)