“წმინდა მამათა შეგონებანი”

1. ჩვენ დროში,როცა ცოდნა გამრავლდა,ლოგიკამ რწმენას საფუძველი შეურყია,სული ეჭვებით და შეკითხვებით აღივსო.შემდეგი ნაბიჯი ის იქნება,რომ მოგვაკლდება სასწაულები,რადგან სასწაული ლოგიკით კი არ უნდა ახსნა,არამედ განიცადო – მამა პაისი ათონელი.

2. ვისაც არ სურს ჭეშმარიტების მოწაფე იყოს,იგი შეცდომილების მასწავლებელი ხდება – წმინდა ლეონი დიდი.

3. ყოველივე იმას,რისი დანახვაც შეგიძლია,საკუთარი თვალებით უყურე,მაგრამ უხილავზე და მარადიულზე მსჯელობისას მხოლოდ ღვთის სიტყვას დაემყარე – ნეტარი ავგუსტინე.

4. საკუთარი თვალითაც რომ იხილო ადამიანი ცოდვაში,არ განიკითხო,ხშირად თვალიც ტყუის – ღირსი იოანე კიბისაღმწერელი. (ავტორი გენია.ჯი)

5. რამდენსაც წაართმევ სხეულს,იმდენ ძალას შემატებ სულს – წმინდა ბასილი დიდი.