თრიქონოდანტი

თრიქონოდანტი - გახლდათ რიგი უძველესი ძუძუმწოვრებისა Allotheria-ს კლასისა.თანამედროვე ფაუნის სამყაროში არ არსებობს მათი შთამომავლები,შესაბამისად ისინი გადაშენებულ ცხოველთა სახეობას განეკუთვნებიან.უძველეს პერიოდებში თრიქონოდანტის სულ ოთხი სახეობა არსებობდა.ბინადრობდნენ – ტრასიალურ პერიოდში (230 მილიონი წლის წინათ და გრძელდებოდა 35 მილიონი წელიწადი),იურულ პერიოდში (195 მილიონი წლის წინათ,გრძელდებოდა 55-58 მილიონ წელიწადს) და მელოურ პერიოდში (135-137 მილიონი წლის წინათ,გრძელდებოდა დაახლოებით 70 მილიონ წელიწადს).სიტყვა-სიტყვით მისი სახელწოდება აღნიშნავს “კბილი სამი კონუსით”. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი უცნაური სახელწოდება მან მიიღო,მისივე კონუსისებრი ფორმის კბილების გამო.თრიქონოდანტები ძირითადად ღამის მოყვარული ცხოველები გახლდათ და შესაბამისად “ღამის ცხოვრებასაც” ეწეოდნენ.ამ მეთოდით ისინი დიდი ზომის მტაცებლებისაგან იცავდნენ თავს.იკვებებოდნენ შედარებით პატარა ზომის რეპტილიებით და მწერებით.”თრიქონოდანტები”-ს უძველესი ნაშთები აღმოჩენილ იქნა ჩინეთის ტერიტორიაზე. (ავტორი გენია.ჯი) გამოკვლევების შედეგად დადგინდა,რომ ზოგიერთ “თრიქოდოდანტს” შესწევდა უნარი პატარა ზომის დინოზავრებზეც კი ენადირა.მაგალითად ისეთზე როგორიც იყო – “ფსიკატოზავრი”,რომლებიც სიგრძეში ორ მეტრამდე იზრდებოდნენ,ხოლო წონით 20 კილოგრამს შეადგენდნენ.ეკოლოგიური ნიშით “თრიქონოდანტების”,ადგილი ბუნებაში მოგვიიანებით “მღრნელებმა” დაიკავეს.თანამედროვე ჩინეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილმა მისმა ნაშთებმა,რომლებიც 123 მილიონი წლის წინანდელ პერიოდს უნდა განეკუთვნებოდეს,მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ უძველესი სახეობის ძუძუმწოვრის შესწავლაში. (ავტორი გენია.ჯი)