ალიჰან ტურა საგუნი

ალიჰან ტურა საგუნი (1885-1976 წლები) – წარმოადგენდა აღმოსავლეთ-თურქესტანის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერს (წარმომავლობით უზბეკი),რომელმაც ადგილობრივ უიგურ მოსახლეობასთან ერთად,1944 წლის 12 ნოემბერს,გამოაცხადა დამოუკიდებლობა და სათავეში ჩაუდგა (როგორც პრეზიდენტი) – აღმოსავლეთ-თურქესტანის რევოლუციური რესპუბლიკის მთავრობას.მანამდე კი,1920-ან წლებში საბჭოთა ხელისუფლების კრიტიკისათვის იგი 4-ჯერ იქნა დაკავებული და სასჯელიც მოიხადა.1930 წელს კვლავ დააკავეს და 10 წელი მიუსაჯეს,რა დროსაც მან გაქცევა მოახერხა და ჩინეთში გადავიდა.თუმცა იქაც დაკავებულ იქნა,ამჯერად ანტი-ჩინური გამოსვლებისათვის,ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.თუმცა იგი,როგორც იმამი,1941 წელს მუსულმანი რელიგიური ლიდერების ზეგავლენით განთავისუფლებულ იქნა პატიმრობიდან.სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს იგი აქტიურ ანტიჩინურ მოძრაობას და 1943 წელს აყალიბებს აღმოსავლეთ-თურქესტანის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას,რომელიც მალევე აცხადებს დამოუკიდებლობას.(ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული რესპუბლიკის ტერიტორია მოიცავდა: ილი-ყაზახეთის ავტონომიურ ოლქს,ჩუგუჩაკის ოლქს და ალტაის ოლქს,რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ თანამედროვე სინძიან-უიგურების ავტონომიურ რაიონს (ჩინეთის ყველაზე დიდი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული).აღნიშნული ტერიტორია ისევე,როგორც დღეს,ძირითადად დასახლებული იყო უიგურებით.ამ მოვლენამ დიდი დარტყმა მიაყენა როგორც ჩინეთის,ასევე მის მოკავშირე საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ინტერესებს.ამიტომ საბჭოთა ხელისუფლებამ დაგეგმა მისი გატაცების სპეც-ოპერაცია.1946 წლის 28 ივლისს,კი დაგეგმილი ოპერაცია,საბჭოთა სპეც-სამსახურების მიერ სისრულეში იქნა მოყვანილი და ალიჰან ტურა საგუნი გატაცებულ იქნა,რის შემდეგაც საიდუმლოდ გადაყვანილ იქნა საბჭოთა კავშირში.ამ მოვლენიდან მალევე.კეროს სამ წელიწადში (1949 წელი) არსებობა საბოლოოდ შეწყვიტა – “აღმოსავლეთ-თურქესტანის რევოლუციურმა რესპუბლიკამაც”.დაკითხვებისას საბჭოთა უშიშროებაში მან განაცხადა:

 “მე,ძალიან დიდი დამნაშავე ვარ უიგური ხალხის წინაშე.რადგან,მათ მოვუწოდებდი ბრძოლისაკენ და დარწმუნებული ვიყავი,რომ უიგურელებს დამოუკიდებლობას მოვაპოვებინებდი.ალბათ ეს ჩემზე მეტად არავის სურდა,თუმცა სამწუხაროდ მოვლენები სულ სხვა გვარად და ცუდად განვითარდა.ამიტომ გთხოვთ,ჩემი ეს სიტყვები უიგურ ხალხს გადასცეთ.მე კი,როგორც უზბეკი ეროვნების ადამიანი,ვითხოვ,რომ ჩემივე ბედი,დაე ჩემს სამშობლოში – უზბეკეთში გადაწყდეს”. (ავტორი გენია.ჯი).
 
აღმოსავლეთ-თურქესტანის რევოლუციური რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა – ალიჰან ტურა საგუნმა,მთელი მისი დარჩენილი ცხოვრება “შინაპატიმრობაში” გაატარა,საბჭოთა სპეც-სამსახურების უმკაცრესი ზედამხედველობის ქვეშ და საბოლოოდ 1976 წლის 28 თებერვალს,90 წლის ასაკში,ტაშკენტში გარდაიცვალა.

აღმოსავლეთ-თურქესტანის რევოლუციური რესპუბლიკის ტერიტორია 1944-1949 წლებში