სალვადორ დალი – “ომის სახე”
“ომის სახე” - გახლავთ გენიალური ესპანელი მხატვრის - სალვადორ დალის (1904-1989 წლები) მიერ შექმნილი ტილო,რომელიც მხატვარმა დახატა 1940 წელს.ეს გახლავთ პერიოდი,როდესაც სალვადორ დალი ამერიკაში იმყოფებოდა და სადაც მან რვა წელი გაატარა მეუღლესთან ერთად.1940 წელს სალვადორ დალი საფრანგეთიდან გაემგზავრა პორტუგალიაში,რადგან ფრანგულმა არმიამ “კაპიტულაცია” გამოაცხადა გერმანული ჯარების წინაშე.ხოლო მოგვიანებით პორტუგალიიდანაც გაემგზავრა,ამჯერად ამერიკაში.სალვადორ დალი,ისევე როგორც სხვა უამრავი დევნილი ფაშისტურ რეჟიმის გაურბოდა.თავად სურათის სიუჟეტი ასახავს სალვადორ დალის უჩვეულო სტილით ხატვის მეთოდს,სადაც იგი იყენებს “სიმბოლიზმის” ელემენტებს და არა “პარანოიდულ-კრიტიკულ მეთოდს”. (ავტორი გენია.ჯი) სურათზე გამოსახულ თავის ქალას,გარს გრძელი მოსისინე გველები არტყამს,ხოლო თავის ქალაზე გამოსახული ყველა ხვრელი სავსეა ასევე პატარა თავის ქალებით,რაც ერთგვარი სიმბოლოა “დაწყებული და გაუთავებელი სიკვდილისა”.მხატვრის მიერ სურათზე აღბეჭდილი თავის ქალა,ერთგვარად გამოხატავს სიმბოლოს “საკონცენტრაციო ბანაკებისა და მასობრივი მკვლელობებისა”,რომელსაც ფაშისტები სჩადიოდნენ.აღნიშნული ტილოს შექმნით – სალვადორ დალიმ გამოხატა თავისი პროტესტი ყოველივე “მიზანთროპული” მეთოდებისა,რომელსაც ფაშისტები აწარმოებდნენ კაცობრიობის წინააღმდეგ.დღესდღეობით ტილო – “ომის სახე”,დაცულია ბოიმან-ვან ბიონინგენის სამხატვრო მუზეუმში,როტერდამში (ნიდერლანდები). (ავტორი გენია.ჯი)