“მანა”
“მანა” - (ერთგვარი მაგია).მელანეზიის (კუნძულთა ჯგუფების ერთობლიობა წყნარ ოკეანეში,ავსტრალიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით) და პოლინეზიის (კუნძულთა ერთობლიობა წყნარ ოკეანეში,შედის ოკეანეთის შემადგენლობაში) ხალხთა წარმოდგენით გახლდათ – ზებუნებრივი ძალების მქონე არსება,რომელიც შესაძლოა ყოფილიყო ადამიანი,ფრინველი,ცხოველი,რაიმე საგანი ან “სული”. (ავტორი გენია.ჯი) “მანა” მოსახლეობისათვის წარმოადგენდა იმ “ზებუნებრივი ძალების” მქონე მოვლენას და არსებას,რომელსაც მათი სურვილების შესრულება შეეძლო და იგი ერთგვარი მანიპულირებაც კი გახლდათ უახლოესი მიზნების ასრულებისათვის,მაგალითად: კარგი ამინდისთვის (დარი),დოვლათიანი მოსავლისთვის,განკურნებისათვის,წარმატების მიღწევისათვის სიყვარულსა და ბრძოლებში.ანალოგიური წარმოდგენები გააჩნდათ სხვა ხალხებსაც,თუმცა ისინი მას მანას არ უწოდებდნენ და სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებდნენ.ის ხალხი კი რომელიც “მანას” მაგვარი ზებუნებრივი ძალების რწმენით გამოირჩეოდნენ,გახლდათ: – იროკეზები (ჩრდილოეთ ამერიკაში),ეკი და პონგვას ხალხი (აფრიკაში). (ავტორი გენია.ჯი)