“ოკუნო-ინა”

“ოკუნო-ინა” - გახლავთ ბუდისტური ტაძარი “სინგონის” სკოლისა (ერთ-ერთი ძირითადი ბუდისტური სკოლა იაპონიაში).იგი მდებარეობს კოა-სანის მთაზე (ვიაკაიამას პრეფექტურაში -იაპონია).ტაძრის კომპლექსში განთავსებულია “კუკაი”-ს მავზოლეუმი (774-835 წლები.ერთ-ერთი ცნობილი და უდიდესი რელიგიური,კულტურული და საზოგადო მოღვაწე).ამასთანავე “ოკუნო-ინა”-ს სამონასტრო კომპლექსში განთავსებულია დიდი სასაფლაო. (ავტორი გენია.ჯი) ისტორიული ცნობების შესაბამისად,61 წლის ასაკში კუკაიმ უარი განაცხადა საკვების და წყალის მიღებაზე,რის შემდეგაც დაიტვირთა მედიტაციით.ოცდამეერთე დღეს კი იგი გარდაიცვალა.იმპერატორმა – ნიმიომ,გაგზავნა მწუხარების გამომხატველი წერილი კუკაის გარდაცვალების თაობაზე.მის ცხედარს კრემაცია არ ჩაუტარეს და კუკაის ანდერძის თანახმად იგი დაკრძალულ იქნა კოა-სანის მთის აღმოსავლეთ სიმაღლეზე,სადაც აიგო კიდეც “ოკუნო-ინა”-ს ტაძარი. (ავტორი გენია.ჯი) არსებობს ლეგენდა,რომლის თანახმადაც კუკაი კი არ გარდაცვლილა,არამედ იგი შევიდა “სამადჰიში” (ინდუისტურ და ბუდისტურ რელიგიაში მედიტაციის პრაქტიკა) და ელოდა ბუდა მაიტრეას მოსვლას.კუკაი აღიარებულ იქნა “ბოდჰისატვად” (ის,ვისი არსებაც არის სრულყოფილი ცოდნა).”ოკუნო-ინას” სასაფლაოზე,განლაგებულია ქვის ფარნები,რომლებსაც მოსახლეობა დიდ დანიშნულებას ანიჭებს,რადგან იმედი აქვთ,რომ კუკაის მავზოლეუმის ახლოს დაკრძალულთ – მაიტრეას მოსვლის შემთხვევაში,გზას უჩვენებენ და გაუკვალავენ მისკენ.აღნიშნულ ტაძარს 2011 წელს ტიბეტელთა სულიერი ლიდერი დალაი-ლამაც სტუმრობდა.დღესდრეობით იგი იაპონელი ბუდისტების წმინდა ადგილად მიიჩნევა.”ოკუნო-ინა” იუნესკოს მსოფლიო კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და იგი ამ სტატუსით შემოსილი უნიკალური სატაძრო კომპლექსია. (ავტორი გენია.ჯი)