გიორგი მთაწმინდელი – “გალობანი სულისანი”
ცხოვრებაჲ ესე წარვალს და განილევის,
შვენიერებაი და დიდებაჲ დაჭნების,
ხოლო სიმდიდრეჲ დალპების და წარწყმდების.
რასა ცუდად ვმაღლოით,ოდეს ყოველნი
მოკვდავნი ვართ და მიწად მიქცევადნი?!
მოვედით,ძმანო,შთავიხედნეთ საფლავთა:
სადა არს შური,საოცრებაჲ და ხდომაჲ,
სადა არს ძვირის ხსენებაჲ და ზვაობაჲ
და ხორცთა გულისთქმანი? აჰა ესერა,
მიწა,ნაცარ და თიხა ქმნილ არს ყოველი!