ალბერტ აინშტაინის პასუხი “მაქს პლანკის ინსტიტუტს”

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 1949 წელს,გენიალურ ფიზიკოსს ალბერტ აინშტაინს თხოვეს კვლავ აღედგინა ოფიციალური კავშირი კაიზერ ვილჰელმის ინსტიტუტთან (გერმანია),რომელსაც იმ პერიოდში უკვე მოიხსენიებდნენ,როგორც “მაქს პლანკის” ინსტიტუტს.ცნობისათვის,აინშტაინი ამ ინსტიტუტიდან ფაშისტური რეჟიმის მოსვლის შემდეგ იქნა გარიცხული.აინშტაინს აღნიშნული საკითხის თაობაზე გაუგზავნეს ოფიციალური წერილი,რასაც თავადაც წერილით უპასუხა,სადაც აღნიშნა:

“…გერმანელი ფაშისტების დანაშაულებები,მართლაც ყველაზე ამაზრზენია,ეგრეთ წოდებულ ცივილიზებულ ერთა ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი) გერმანელ ინტელექტუალთა ქცევა, – თუ მათ კლასის სახით განვიხილავთ – ბრბოს ქცევაზე უკეთესი არაფრით არ ყოფილა.ვერც ვერავითარი სინანული და ვერც ვერავითარი ვითარების გამოსწორების გულწრფელი ნება ვერ უშველის მათ მიერ ჩადენილ მრავალრიცხოვან მკვლელობებს.ამ გარემოებათა გამო,მინდა განგიცხადოთ,რომ დღემდე დაუძლეველი ზიზღის გრძნობით ვარ განწყობილი მონაწილეობა მივიღო ნებისმიერ საქმეში,თუნდაც მისხლით,გერმანიის საზოგადოებრივ ცხოვრებაში”… (ავტორი გენია.ჯი)