იულია ავგუსტა აგრიპინა – “ეპიზოდი”
იულია ავგუსტა აგრიპინა - იგივე აგრიპინა “უმცროსი” (6-59 წლები),გახლდათ გერმანიკუსისა და აგრიპინა უფროსის ქალიშვილი,რომის დიქტატორი იმპერატორის კალიგულას – და.იგი უკანასკნელი ცოლი იყო რომის იმპერატორის ტიბერიუს კლაუდიუს ავგუსტუს გერმანიკუსისა (ძვ.წ.აღ-ით 10 – ახ.წ.აღ-ით 54 წლები) და დედა ისეთი ოდიოზური რომის იმპერატორისა,როგორიც გახლდათ – ტიბერიუს კლაუდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისარი (37-68 წლები).როგორც რომაელი ისტორიკოსი დიონი (ახ.წ.აღ-ით II-III საუკუნეები) გადმოგვცემს,აგრიპინა მანამ,სანამ ნერონი იმპერატორის ტახტზე ავიდოდა,ვარსკვლავთმრიცხველებთან იყო მისული,რომლებმაც მას უწინასწარმეტყველეს,ნერონის იმპერატორად გახდომა,თუმცა ამავე დროს განუცხადეს ისიც,რომ იგი საკუთარ დედას მოკლავდა.რაზეც აგრიპინამ წამოიძახა: “დაე მომკლას,ოღონდ იმეფოს!”
სწორედ ასეთი ბედისწერა ელოდა საბოლოოდ აგრიპინას,რომელიც მართლაც საკუთარმა ვაჟმა,უამრავი მცდელობის შემდეგ,მაინც მოაკვლევინა.არის ცნობები,რომ ნერონი გარყვნილებას ეძლეოდა აგრიპინასთან.დედის შეძულების მიზეზი კი გახლდათ ის,რომ აგრიპინა გამუდმებით ადევნებდა თვალყურს ვაჟს და მის ყველა სიტყვასა და ქმედებას მკაცრად განსჯიდა. (ავტორი გენია.ჯი) ნერონმა თავიდან დედას ყოველგვარი ღირსება,დიდება და პატივი აჰყარა.წაართვა გერმანელი მცველები და სასახლიდან გააძევა.თუმცა მისი დევნა არც შემდეგ შეუწყვეტია. (ავტორი გენია.ჯი) საკუთარი ვაჟიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას არც აგრიპინა წყვეტდა და უამრავი სასამართლო დავა გაიმართა მათ შორის.საბოლოოდ ნერონმა გადაწყვიტა დედამისი მოეკლა.მან სამჯერ სცადა მისი მოწამვლა,თუმცა აგრიპინა შხამსაწინააღმდეგო საშუალებებს იღებდა და ამ მეთოდით ვერაფერი დააკლო ნერონმა.შემდეგ იმპერატორმა გადაწყვიტა,დედის საძინებელში კესონური ჭერი მოეწყო (მხატვრულად გაფორმებული მრავალკუთხოვანი ჩაღრმავებები ჭერზე,თაღის შიგნითა ზედაპირზე),რომელიც ნარიმანდების გამოცლის შემდეგ ადვილად ჩამოიშლებოდა და დაძინებულ აგრიპინას ღამით თავზე ჩამოექცეოდა.ვერც ეს გეგმა განხორციელდა,რადგან ჩანაფიქრი მისმა თანამზრახველებმა გაამჟღავნეს. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით,გემი,რომლითაც აგრიპინას უნდა ემგზავრა დაუზიანეს,თუმცა მიუხედავად გემის ჩაძირვისა მან ცურვით იხსნა დიცოცხლე განსაცდელისაგან.ამ ამბის მაცნე ჯარისკაცს,რომელმაც ნერონს “ახარა” დედის გადარჩენა,მის წინააღმდეგ შეთქმულებაში დასდო ბრალი და სიკვდილით დასაჯა,ხოლო აგრიპინა ოფიციალურად დაადანაშაულა მის წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზებაში.იმპერატორის მყარი გადაწყვეტილებით აგრიპინა აუცილებლად უნდა გამოსალმებოდა წუთისოფელს,თუმცა ისე,რომ ხალხს მისი კვლელობა,როგორც თვითმკვლელობა ისე მიეღო.ამ საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომ – აგრიპინა 59 წელს სასტიკად იქნა მოკლული .როდესაც ნერონმა “დედის” სიკვდილი გაიგო,თავად მოისურვა მისი ცხედრის ნახვა,რატა დარწმუნებულიყო მის ნამდვილ სიკვდილში.უტყუარ ისტორიულ ცნობებზე დაყრდნობით კი ვგებულობთ,რომ ამ ამაზრზენმა ადამიანმა გარდაცვლილ დედას თურმე ხელით შეუმოწმა სხეულის თითოეული ნაწილი,რა დროსაც ზოგი შეუქო და ზოგიც შეუძაგა”.
მოგვიანებით,თავისი გარყვნილი ბუნებით გამორჩეული რომის იმპერატორი – ნერონი,ახლობელთა წრეში ამბობდა,რომ მას დედის აჩრდილი არასოდეს სცილდებოდა,რაც მოსვენებას უკარგავდა.ამ ისტორიის შემდეგ,ალბათ გასაკვირი არ არის,რომ დედის მკვლელმა და შემბიწველმა ნერონმა,სიკვდილით დასაჯა არა მარტო მისი აღმზრდელი – ლუციუს ანეუს სენეკა,არამედ უამრავი უახლოესი ნათესავიც,მათ შორის საკუთარი მამიდა – ლეპიდა. (ავტორი გენია.ჯი)
აგრიპინა (უმცროსი) და ნერონი