ფრენსის ბეკონი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი ინგლისელი ფილოსოფოსი,ისტორიკოსი,პოლიტიკური მოღვაწე და “ემპირიზმის” ფუძემდებელი - ფრენსის ბეკონი (1561-1626 წლები),რომელიც ჯერ კიდევ 23 წლის ასაკში იქნა არჩეული პარლამენტში,ჯერ კიდევ 1620 წელს აღიარებდა იმ უნიკალურ გავლენას,რაც ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა,მოუტანეს კაცობრიობას და რომლებზეც აიგო თანამედროვე სამყარო.ეს ინოვაციური და კაცობრიობისათვის უმნიშვნელოვანესი პროდუქტები,მისი ღრმა რწმენით გახლდათ: ბეჭდვა,დენთი და კომპასი. (ავტორი გენია.ჯი) ბეკონის მოსაზრებით ამ სამმა გამოგონებამ მთელი მსოფლიო შეცვალა: ბეჭდვამ ცვლილებები შემიტანა ლიტერატურაში,დენთმა ომის წარმოებაში,ხოლო კომპასმა კი ნავიგაციაში.ბეკონის აზრით,თავად ამ ინოვაციებზე მეტად მნიშვნელოვანი ის ცვლილება გახლდათ,რაც მათ მოუტანეს კაცობრიობას.ფრენსის ბეკონს შესანიშნავად ესმოდა და წერდა კიდეც,რომ: “ადამიანებზე არც ერთ იმპერიას,სექტას თუ ვარსკვლავს არ მოუხდენია ისეთი გავლენა,როგორიც ამ მექანიკურმა აღმოჩენებმა მოახდინესო”.აღნიშნული გამოგონებებით კი ევროპაში “რენესანსის ხანა” დაიწყო.ევროპა,ფაქტიურად ხელახლა დაიბადა.თუმცა ეს არ გახლდათ ბერძნული და რომაული სამყაროს ხელახლა დაბადება: ეს სამი გამოგონება – ბეჭდვა (გერმანია),კომპასი (ჩინეთი) და დენთი (ჩინეთი) გახლდათ სრულიად ახალი ინოვაციები,რომლებიც ევროპელებმა და მსოფლიოს ხალხებმა აიტაცეს და თავიანთ მიზნებსა და გემოვნებას თავისებურად შეუსაბამეს. (ავტორი გენია.ჯი)