ტუნგურაუა
ტუნგურაუა - კეჩუას ენიდან ითარგმნება,როგორც – “ცეცხლოვანი ყელი”.იგი წარმოადგენს მოქმედ სტრატოვულკანს ეკვადორის ანდებში (რეალის კორდილიერები),სამგაის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. (ავტორი გენია.ჯი) იმ პროვინციას სადაც აღნიშნული ვულკანი მდებარეობს,ასევე ტუნგურაუა ჰქვია.ვულკანის სიმაღლე ზღვის დონიდან 5 023 მეტრია.პირველი ასვლა
ვულკანზე,დაფიქსირებულ იქნა 1873 წელს და იგი განახორციელეს ცნობილმა გერმანელმა გეოლოგებმა – ალფონს შტიუბელმა და ვილჰელმ რეისმა.(ავტორი გენია.ჯი) ვულკანის განსაკუთრებული აქტივობა სათავეს 1999 წლიდან იღებს.სწორედ ამ პერიოდში იქნა ევაკუირებული მის სიახლოვეს მდებარე ქალაქი ბანიოსი.ყველაზე დიდი ამოფრქვევები კი დაფიქსირებულ იქნა 2006 წლის 16 აგვისტოსა და 2008 წლის 6 თებერვალს,რა დროსაც ეკვადორის ცენტრალური ნაწილის რეგიონის დასახლებები ვულკანური მტვერით იქნა დაფარული.ამის შემდგომ ვულკანი მცირეოდენი ხნით აღარ გააქტიურებულა,თუმცა 2012 წლის 17 დეკემბერს კვლავ ამოიფრქვა,რა დროსაც ეკვადორის მთავრობამ სასწრაფოდ გამოაცხადა მეორე ხარისხის (ვარდისფერი) განგაში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ვულკანის ახლოს განთავსებული ქალაქებისა,თუ სოფლების მაცხოვრებლები მუდმივ მზადყოფნაში არიან აღნიშნული რეგიონის დასატოვებლად.(ავტორი გენია.ჯი)