ვულკანი – “კელიმუტუ”
ვულკანი “კელიმუტუ” - მდებარეობს ინდონეზიის კუნძულ ფლორესზე,ზღვის დონიდან 1639 მეტრ სიმაღლეზე.მის კალთებზე მდებარეობს კრატერული წარმოშვების სამი ულამაზესი ტბა.აღსანიშნავია,რომ კრატერზე განთავსებული სამივე ტბა,სხვადასხვა შეფერილობისაა და დროთა განმავლობაში იცვლიან ფერებს,რის გამოც ერთობ პოპულარულია ტურისტებში.შესაბამისად,იგი ინდონეზიის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობად მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი) ბოლო ამოფრქვევა ვულკანისა დაფიქსირდა 1968 წელს.კელიმუტუს ვულკანის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ტბა – “ტივუ-ატა-მბულუ” (მოხუცების ტბა),ხოლო დანარჩენ ორ ტბას კი – “ტივუ-ნუა-მური-კოოტ-ტაი” (ბიჭებისა და გოგონების ტბა) და “ტივუ-ატა-პოლო” (მოჯადოებული ტბა) ჰქვიათ.ვულკანის ძირში მდებარეობს სოფელი მონი,რომლის მაცხოვრებლებიც დარწმუნებული არიან,რომ გარდაცვლილთა სულები სწორედ ამ ტბებში მიდიან და ეს გახლავთ მიზეზი მათი ფერის ცვალებადობისა.ფერების ცვალებადობას კი სულების გაბრაზებით ხსნიან.ვულკანზე ასვლა შესაძლებელია სპეციალური მარშუტით და მასზე ასვლას სამ საათამდე დრო სჭირდება.ვულკან “კელიმუტუ”-ზე განლაგებული სამი ულამაზესი ტბა დღემდე უდიდეს ინტერესს იწვევს ტურისტებში და სპეციალური ტურებიც არსებობს ინდონეზიაში აღნიშნული მარშრუტისა. (ავტორი გენია.ჯი)