ვოლტერი – ისააკ ნიუტონის შესახებ…
გენიალური ფრანგი მწერალი,დრამატურგი და ფილოსოფოსი - ფრანსუა მარი არუე (ვოლტერი),თავის წიგნში “ინგლისური წერილები”,წერდა საკმაოდ საინტერესო შემთხვევას,სადაც აღწერილია ის მონაკვეთი მისი ცხოვრებისა,როდესაც 1726 წელს იმყოფებოდა ინგლისში.კერძოდ: ინგლისელ სწავლულებთან და მეცნიერებთან მსჯელობისას წამოიჭრა საკითხი,თუ ვინ უფრო დიადი ადამიანი იყო კაცობრიობის ისტორიაში.არჩევანი ასეთი შედგა: “იულიუს კეისარი”,”ალექსანდრე მაკედონელი,”ოლივერ კრომველი” და “ჩინგიზ ყაენი”.დავა ამ საკითხის ირგვლივ დიდხანს გაგრძელდა,ბოლოს ერთმა დამსწრემ პოლემიკისა შენიშნა,რომ ერთ-ერთ უდიდეს ადამიანად კაცობრიობის ისტორიაში ისააკ ნიუტონს მიიჩნევდა.ვოლტერი ამაზე მას დაეთანხმა და აღნიშნა:
“ჩვენ პატივისცემას იმსახურებს ის,ვინც გაამყარა ჩვენი გონება ჭეშმარიტი ცოდნით და არა ის,ვინც მონობაში გვამყოფებდა ძალადობრივი მეთოდებით,რაოდენ დიდი მხედართმთავარიც არ უნდა ყოფილიყო იგი”.
ვოლტერი სრულ სიმართლეს ამბობდა,რის გამოც ინგლისელი სწავლულებიც დაეთანხმნენ.ცნობილია,რომ ვოლტერი ისააკ ნიუტონის ნიჭის უდიდესი თაყვანისმცემელი იყო. (ავტორი გენია.ჯი)