რენე დეკარტის ბიოგრაფიიდან…
გენიალური ფრანგი ფილოსოფოსი,მათემატიკოსი და მეცნიერი,რომელიც საყოველთაოდ აღიარებულია,როგორც თანამედროვე ფილოსოფიის ფუძემდებელი და “თანამედროვე მათემატიკის მამა” - რენე დეკარტი (1596-1650 წლები,მოიხსენიებდნენ ასევე – კარტესიუსად),ბავშვობაში საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა.სხვადასხვა წყაროების ცნობით,მისი ფერმკრთალი სახის ნახვა სრულიად ასახავდა ბავშვის ფიზიკურ მდგომარეობას. (ავტორი გენია.ჯი) დეკარტი ერთი წლის იყო,როდესაც დედა გარდაეცვალა.მამა მოსამართლედ მუშაობდა ქალაქ რენში და იშვიათად უწევდა ჩასვლა ლაეში,სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა.ამიტომ აღზრდა დეკარტისა მისმა ბებიამ აიღო საკუთარ თავზე (დედის მხრიდან).გარდა იმისა,რომ დეკარტი სუსტი ფიზიკური ჯანმრთელობით გამოირჩეოდა,იგი გამოირჩეოდა დიდი ცნობისმოყვარეობითაც ამა თუ იმ საკითხებისადმი,რაც ხშირად მოსაბეზრებელიც კი ხდებოდა ხოლმე.მამის დიდი სურვილი იყო დეკარტი სამხედრო პირი გამოსულიყო.მალევე იგი შეიყვანეს საფრანგეთის მეფის ანრი IV-ის (1553-1610 წლები) მიერ გახსნილ იმ დროისათვის საუკეთესო “იეზუიტთა კოლეჯში” – ლა ფლეშში,სადაც მაქსიმალური შესაძლებლობა ეძლეოდათ მოსწავლეებს განათლების მიღებისა – საუკეთესო მასწავლებლებისაგან.დეკარტის ბრწყინვალე გონებრივი შესაძლებლობები შეუმჩნეველი არ დარჩენილა.მიუხედავად იმისა,რომ ეს სკოლა საკმაოდ მკაცრი აღზრდის მეთოდებითაც გამორჩეული სკოლა გახლდათ,სადაც ყველა მოსწავლე დილით ადრე უნდა ამდგარიყო და ლოცვებზე წასულიყო,ერთადერთი გამონაკლისი იყო დაშვებული და ეს გამონაკლისი რენე დეკარტი გახლდათ.კოლეჯში გაითვალისწინეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გონებრივი შესაძლებლობები,რის გამოც მის მიმართ შედარებით ლოიალური იყო კოლეჯის ადმინისტრაცია.როგორც მოგვიანებით დეკარტი იხსენებს,კოლეჯში დილით მარტო დარჩენილი “საწოლში მონებივრე” განიხილავდა და წყვიტავდა მათემატიკურ ამოცანებს და ასეთი ჩვევა მას ჩვეულებადაც კი ჩამოუყალიბდა შემდგომში.გადმოცემის თანახმად,სწორედ ასეთ მდგომარეობაში მყოფმა (როდესაც დილით საწოლში მყოფი ფიქრობდა და წყვიტავდა ურთულეს მათემატიკურ ამოცანებს) თქვა ფრაზა,რომელსაც აქტუალურობა დღემდე არ დაუკარგავს: “ვფიქრობ,მაშასადამე ვარსებობ”.დეკარტი უნივერსალურად მოაზროვნე გენიოსი იყო,რომელმაც შექმნა ანალიზური გეომეტრიის საფუძვლები,შემოიღო ცვლადი სიდიდის ცნება,დაამუშავა კორდინატთა მეთოდი და ამასთანავე დაამყარა კავშირი “ალგებრასა” და “გეომეტრიას” შორის. (ავტორი გენია.ჯი) იეზუიტთა კოლეჯში შეისწავლა ლათინური,ბერძნული,მათემატიკა,მეტაფიზიკა,გეოგრაფია და სხვა აუცილებელი საბუნებისმეტყველო საგნები.სწავლის დასასრულს იგი უკვე ერთ-ერთ საუკეთესო “ერუდირებულ” ახალგაზრდად მიიჩნეოდა,რომელსაც არა ერთი “საგანმანათლებლო ტურნირი” ჰქონდა მოგებული კოლეჯში.იგი კოლეჯში 8 წელიწადი სწავლობდა.კოლეჯის დასრულების შემდგომ ჩააბარა ქალაქ პუატიეს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.სწავლის დასრულების შემდეგ სურვილი გაუჩნდა ემოგზაურა და გაეცნო სხვადასხვა ქვეყნების და ხალხების კულტურები.თუმცა რადგან იმ პერიოდში მოგზაურობა საფრთხეს წარმოადგენდა,გადაწყვიტა მამის ნებას დამორჩილებოდა და სამხედრო სამსახურში მოხალისე მუშკეტერად ჩაეწერა (რაიმე განსაკუთრებული დავალებების გარეშე,მისი ჯანმრთელობის გამო).თუმცა მაინც მოუწია მონაწილეობის მიღება ცნობილ 30 წლიან ომში (1618-1648 წლები).ომის დასრულების შემდეგ კი აისრულა წადილი და იგი იწყებს მოგზაურობას.მან მოიარა მთელი ცენტრალური ევროპა და 1625 წელს დაბრუნდა პარიზში.მამის გარდაცვალების შემდეგ გაყიდა თავისი კუთვნილი ქონება და დაიწყო ამ თანხით შექმნა,სამეცნიერო ნაშრომების შექმნა და მეცნიერული მოღვაწეობა.მალევე დეკარტის ნაშრომებით დაინტერესდა იეზუიტთა ეკლესია და მისი შრომები მიჩნეულ იქნა “ზედმეტად თავისუფალი აზროვნების ნიმუშებად”,რის გამოც დეკარტი ერეტიკოსად გამოაცხადეს.მასზე განხორციელდა დევნა,თუმცა მოასწრო ჰოლანდიაში გადასვლა 1628 წელს და ამ ქვეყანაში 20 წელიწადი იცხოვრა,შემდეგ შვედეთის დედოფლის მიწვევით შვედეთში გადავიდა.სწორედ შვედეთში გამოაქვეყნა და გამოსცა დეკარტმა დასტამბული გეომეტრია. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ დეკარტის შრომებს უდიდესი გულისყურით ეკიდებოდა საფრანგეთის ცნობილი კარდინალი რიშელიე.1635 წელს დეკარტს მოსამსახურისაგან შეეძინა გოგონა სახელად – ფრანსინა,თუმცა ხუთი წლის შემდეგ ცხელების შედეგად გოგონა გარდაიცვალა და დეკარტის შეფასებით მის ცხოვრებაში ასეთი უბედურება არასოდეს მომხდარა,ამ მოვლენამ იგი ფსიქოლოგიურად გაანადგურა.მისი უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი “სამყარო” დეკარტმა დიდი სიფრთხილითა და შიშით გამოაქვეყნა,რადგან გაიგო გალილეო გალილეის დაკავების და ერეტიკოსად შერაცხვის ამბავი,აღსანიშნავია,რომ დეკარტი გალილეოს ნაშრომების დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ.მან ასევე შექმნა უმნიშვნელოვანესი ნაშრომები – გეომეტრია,ფილოსოფიური ესსე,მეტეორები და სხვა ნამუშევრები.დეკარტი იმ პერიოდი ერთ-ერთი უდიდესი “სწავლული” ავტორიტეტი” გახლდათ.მისი გარდაცვალების შესახებ არის ვერსიები,რომ იგი მოწამლეს,თუმცა ვერ დაადასტურეს.გარდაცვალების შემდეგ სტოკჰოლმში დაკრძალეს და მხოლოდ 17 წლის შემდეგ გადაასვენეს საფრანგეთში.მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოჩენილ დღიურში ასეთი ფრაზა ეწერა:
“მეცნიერება – ქალს ჰგავს.მას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.სანამ ეს ქალი მეუღლესთან ერთად არის,მას პატივს სცემენ.ხოლო თუ კი ის საჯარო გახდა ეგრევე სიძულვილს ექვემდებარება”. (ავტორი გენია.ჯი)