არტურ შოპენჰაუერის ნააზრევი…
“ჩვენი სიჭაბუკის სილაღეს და სიხალისეს,სხვათა შორის,ისიც განაპირობებს,რომ მთის კალთაზე აღმა მავალნი ვერ ვხედავთ სიკვდილს,რომელიც თხემს გადაღმა,მთის ძირას გველოდება.მაგრამ თხემზე რომ ვექცევით მთას,ჩვენ უკვე საკუთარი თვალითა ვხედავთ იმ სიკვდილს,რომელიც ადრე მხოლოდ ყურმოკვრით თუ გვსმენია. და რაკი ამ დროისთვის სასიცოცხლო ძალა უკვე კლებულობს,სიხალისეც თვალსა და ხელს შუა გვიქრება და კუშტი სერიოზულობა თანდათანაბით აძევებს ჭაბუკურ სილაღეს და სიკისკისეს,რათა თვითონ დაიკავოს მათი ადგილი.სიჭაბუკისას,რასაც უნდა ჩაგვძახოდნენ ყურში,სიცოცხლე უსასრულო გვგონია და ამისდა კვალად ვექცევით დროსაც; მაგრამ რაც უფრო ხანში შევდივართ,მით უფრო ხელმომჭირნედ ვიყენებთ დროს”. (ავტორი გენია.ჯი)