მიხეილ თუმანიშვილის ნააზრევი…
“ყოველივე ღვთის გაჩენილია,მაშ რატომ მხოლოდ ადამიანი – ეს საუკეთესო გვირგვინი მისი – მარტო ერთადერთი ბრძოლაშია თავის თავთანვე.თავის თავთანვე,იმიტომ რომ ყველა ადამიანი – მტერიც და მოყვარეც – განა შემოქმედის დანიშნულებისამებრ ძმები არ არიან ერთმანეთისა?ედავებიან ერთმანეთს სისხლის და სიცოცხლის ფასად,ღმერთმა უწყის,რას.ერთის ბატონობა შეიძინება მეორის მონობით.პატივისცემა მოყვასისადმი,ეგოისტური ანგარიშების გარეშე,რაც ადამიანს დაბადებიდანვე თანდაყოლილი აქვს,მხეცთა შორის უფრო ხშირია”. (ავტორი გენია.ჯი)