მიშელ ეიკემ დე მონტენი – “სოკრატეს დემონის” შესახებ წერდა…
“სოკრატეს დემონი,როგორც ჩანს,სხვა არა იყო რა,თუ არა მისი ნების ერთგვარი აღმაფრენა,რაც მისსავე გონებაზე როდი გახლდათ დამოკიდებული.თუმცა ისიც უნდა ითქვას,რომ ესოდენ ამაღლებულსა და თანაც სიბრძნესა და სიქველეში მუდმივი თვითრწმენით გამობრძმედილ სულში ნების ამგვარი მიდრეკილება,მთელი მისი ბუნდოვანებისა და გაუცნობიერებლობის მიუხედავად,ალბათ,ყოველთვის გონივრული იყო და ღირსი იმისა,რომ მის მბრძანებლურ კარნახს აჰყოლოდა კაცი.თითოეულ ჩვენგანს მეტ-ნაკლები სიცხადით განუცდია სულის ასეთივე ძლევამოსილი ლტოლვა,ანაზდეულად და მძაფრად აღძრული. (ავტორი გენია.ჯი) მე ხომ ის კაცი ვარ,ვინც ეჭვის თვალით უყურებს ადამიანთა გონიერებას,მაგრამ თვით ჩემს თვალშიაც კი დიდად ფასობს ნების ესოდენ ძალუმი აღტკინება.თვითონაც ხშირად განმიცდია ეს უჩვეულო მდგომარეობა,არნახული ძალით რომ გვიზიდავს რაიმეს მიმართ,ანდა ზურგს გვაქცევინებს მისთვის; ეს უკანასკნელი განცდა უფრო ნიშნეული იყო სოკრატესათვის.მეც არაერთხელ ავყოლილვარ ამ იდუმალი ხმის მბრძანებლურ კარნახს,რაც ბევრჯერ იმდენად დიდებული და ღირშესანიშნავი შედეგით დაგვირგვინებულა,რომ,ღმერთმანი,მისი მიზეზი ღვთაებრივ შთაგონებასთან უნდა იყოს წილნაყარი”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. “სოკრატეს დემონი” – იგულისხმება სოკრატეს სულში დამკვიდრებული ზებუნებრივი ღვთაებრივი ძალა თუ სინდისის იდუმალი მბრძანებლური ხმა,რომელიც,სოკრატესვე მოწმობით,დროდადრო ერთგვარი შთაგონებით ავსებდა და ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევასი ქცევის წესსა და მოქმედების გეზს უჩვენებდა მას. (ავტორი გენია.ჯი)