“ბაკქანტები”
“ბაკქანტები” – ინგლისურ ენაზე - “Bacchantes”,ძველ საბერძნეთსა და ძველ რომში წარმოადგენდნენ მევენახეობის,მეღვინეობისა და მცენარეულობის მფარველი ღვთაების – დიონისეს,(ბაკქის) იმ ქურუმ ქალებსა და მისი კულტის მსახურებს,რომლებიც სისტემატურად იღებდნენ მონაწილეობას “ბაქკანალიაში”.ორგიასტული საზეიმო მსვლელობის დროს,”ბაკქანტები” მუდმივად მონაწილეები იყვნენ,რომელთა გათქვირულ,ვნებიან სხეულებს მხეცის ტყავები მოსავდათ,ხოლო შუბებს სუროს გვირგვინები უმკობდათ. (ავტორი გენია.ჯი) ისინი თავისი შლეგური როკვითა და ვნებიანი ცეკვით,რომელსაც თან ახლდა ყიჟინა: “იო,ბაკქტა,იო დესპოტა!” (ეჰეი,ბაკქტოს,ეჰეი,უფალო!) მოუწოდებდნენ ყველას,ყველაფერს და მთელ სამყაროსაც კი,უაერყოთ გონება და ყოველგვარი გონებისმიერი კრიტიკულ-სკეპტიკური სიბრძნე,შეერთებოდნენ მათ ფერხულს,რათა დანთქულიყვნენ ღვთაებრივ ექსტაზში და, ამრიგად,ზიარებოდნენ უზენაეს სიბრძნეს,გრძნობებითა და ინსტიქტებით გაცხადებულს. (ავტორი გენია.ჯი)