ალკიბიადე – “ეპიზოდი”
დიდი ძველბერძენი სახელმწიფო მოღვაწე,მხედართმთავარი,ორატორი და პელოპონესის ომის გმირი - ალკიბიადე (ძვ.წ.აღ-ით 450-404 წლები),გენიალური სოკრატეს მოსწავლე და დიდებული ათენელი პოლიტიკური მოღვაწის – პერიკლეს აღზრდილი გახლდათ.მას ძლიერ იტაცებდა ლიტერატურა,მათ შორის განსაკუთრებით მოხიბლული იყო ჰომეროსის უკვდავი პოემებით (“ილიადა” და “ოდისეა”).რის გამოც,ერთ დღეს გრამატიკის მასწავლებელთან მივიდა,რათა მისგან ჰომეროსის პოემები ენათხოვრებინა. (ავტორი გენია.ჯი) მისდა გასაოცრად გრამატიკის მასწავლებელს აღნიშნული პოემები არ აღმოაჩნდა.ამან იგი იმდენად გააღიზიანა და აღაშფოთა,რომ მასწავლებელს ხელითაც კი შეეხო.შემდგომ ალკიბიადე,მეორე გრამატიკის მასწავლებელს ეახლა,იმავე თხოვნით.მასწავლებელმა მიუგო: “მაქვს ჰომეროსის პოემები,თუმცა ჩემივე ხელით გასწორებულიო”.ამაზე ალკიბიადე სულ გამოვიდა წყობილებიდან და მასწავლებელს მრისხანედ შეჰყვირა:
” – თუკი ჰომეროსის გენიალური ნაწარმოებების გასწორება შეგიძლია,რაღა მარტო წერა-კითხვას ასწავლი ბავშვებს? რატომ ახალგაზრდობის აღზრდას არ მოჰკიდებ ხელს?” (ავტორი გენია.ჯი)