“Wat Phai Rong Wua” – “ცოდვილთა პარკი”
“Wat Phai Rong Wua” (თარგმანით - ”ცოდვილთა პარკი”) - წარმოადგენს გასაოცარი და საშინელი სკულპტურებით დახუნძლულ ერთ-ერთ კომპლექსს ბუდისტური ტაძრისა,რომელიც მდებარეობს ბანგკოკიდან 40 კილომეტრის მოშორებით,ტაილანდის ერთ-ერთ პროვინცია – სულჰანბურში.აღნიშნული სატაძრო კომპლექსის არსებობა დასავლეთის ქვეყნების ტურისტთათვის დიდი ხნის პერიოდის მანძილზე უცნობი იყო. (ავტორი გენია.ჯი) ამ გასაოცარი ფიგურების მქონე პარკში წარმოდგენილია ის,თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს დედამიწიდან დანახული – “ჯოჯოხეთი”.მიუხედავად იმისა,რომ პარკი საკმაოდ უარყოფით ემოციებს აღძრავს ადამიანებში,იგი ადგილობრივი ბუდისტური რწმენის მოსახლეობაში მაინც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.შესაბამისად მას ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს.გარდა უცნაური ფიგურებისა,პარკში განთავსებულია მეტალისაგან დამზადებული ყველაზე დიდი ბუდას ქანდაკება.პარკში შესასვლელს “ჯოჯოხეთის კარს” უწოდებენ.ტაილანდელთა წარმოდგენით,პარკი ზუსტად ასახავს ცოდვილი ადამიანების ცხოვრებას სიკვდილის შემდგომ.მასში განთავსებული ფიგურები ერთგვარად გამოსახავენ ჯოჯოხეთში მოხვედრილი ცოდვილი ადამიანების საშინელ ტანჯვა-წამებას.მიუხედავად ასეთი საშინელი ქანდაკებებისა,ტაილანდელებს იქ მიჰყავთ თავიანთი მცირეწლოვანი შვილები,რათა თავიდანვე შთაუნერგონ შიში ჯოჯოხეთისა და მაქსიმალურად ეცადნონ,იცხოვრონ ისე,რომ საბოლოოდ ამავე გამოსახულების მქონე ვირტუალური სივრციდან,რეალურ ჯოჯოხეთში არ მოხვდნენ.ეს კი მათი აზრით საკმაოდ კარგ შედეგებსაც იძლევა.დღესდრეობით პარკის ტერიტორია,არა მარტო ტაილანდელებისათვის გახდა პოპულარული,არამედ მრავალი უცხოელი ტურისტისათვისაც და “ცოდვილთა ბაღი” ამ ქვეყნის ერთგვარ ღირშესანიშნაობადაც კი ჩამოყალიბდა.(ავტორი გენია.ჯი).