მარკუს ტულიუს ტირონი – “ციცერონის ინტელექტუალი მონა”
მარკუს ტულიუს ტირონი (ძვ.წ.აღ-ით 103-4 წლები) – წარმოადგენდა საყოველთაოდ ცნობილი რომაელი პოლიტიკოსის,ადვოკატის,მოაზროვნის და მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ორატორის – მარკუს ტულიუს ციცერონის ძალიან განათლებულ და ერუდირებულ მონას.გარდა იმისა,რომ ტირონი ციცერონის მონა იყო,იგი რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,მისი უერთგულესი მეგობარიც გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ციცერონი იმდენად ენდობოდა და იმდენად იყო დარწმუნებული ტირონის გონებრივ შესაძლებლობებში,რომ მის ოჯახში ყველა მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეს თვალდახუჭული ანდობდა.მათ შორის ეკონომიკურსაც კი,რომელსაც თავადაც უდიდეს ყურადღებას უთმობდა.დიდი რომაელი მწერლის – აულიუს გელიუსის ცნობების თანახმად,მის ცნობილ საჯარო გამოსვლის ტექსტებს,ციცერონი ტირონთან ერთად წერდა.სწორედ ტირონი გახლავთ ის პიროვნება,რომელმაც სრულყოფილი სახით გადმოგვცა თავისი “მებატონის” – ციცერონის ბიოგრაფია,სადაც მოცემულია დიდი ორატორის სიტყვით გამოსვლები,წერილები,მოსაზრებები და სხვა უმნიშვნელოვანესი ინფორმაციები. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ციცერონი არასოდეს იწყებდა საჯარო გამოსვლებს იმ შემთხვევაში,თუ მის გვერდით არ იმყოფებოდა მისივე უერთგულესი მონა – ტირონი.გარდა იმისა,რომ მარკუსმა ციცერონის დიდებული ბიოგრაფია დაწერა,იგი ავტორია რიგი გრამატიკული და ენციკლოპედიური ნაშრომებისა.ცნობისათვის,ტირონი გახლავთ მიჩნეული რომაული სტენოგრაფიის (განსაკუთრებული ნიშნებისა და შემოკლების გამოყენებით ზეპირი მეტყველების სწრაფად ჩაწერის წესი) გამომგონებლად და ფუძემდებლად.მოგვიანებით, ძვ.წ.აღ-ით 53 წელს -მარკუს ტულიუს ციცერონმა თავის ინტელექტუალურ მონას – ტირონს,სრული თავისუფლება მიანიჭა და ფულითაც დააჯილდოვა,რამაც ყველა აღაფრთოვანა.მონობისაგან განთავისუფლებულმა ტირონმა ციცერნის მიერ ნაჩუქარი ფულით მცირეოდენი ქონება შეიძინა,რასაც მის სახელზე მარკუსის მიერ გაგზავნილი ერთ-ერთი წერილიც მოწმობს.აღნიშნულ წერილში მოხსენიებული იყო ის,რომ ტირონმა მიწა შეიძინა და საცხოვრებლად რომის გარეუბანში დასახლდა.გარდა ამისა,ციცერონი მას ურჩევდა,რომ მონობის კომპლექსი მოეშორებინა და ნამდვილ რომაელ მოქალაქედ ჩამოყალიბებულიყო.მიუხედავად იმისა,რომ ტირონი ციცერონმა გაანთავისუფლა,იგი კვლავაც აგრძელებდა ურთიოერთობას ყოფილ მებატონესთან და ისევე ემსახურებოდა,როგორც ეს მისი მონობის პერიოდში ხდებოდა.სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე,”ციცერონის ინტელექტუალი მონა” ძალიან ავადმყოფობდა.მას შემდეგ,რაც ციცერონი აღესრულა,ავადმყოფი ტირონი მაინც არ ტოვებდა თავისი ყოფილი ბატონის სახლ-კარს და ისევ ძველებურად აგრძელებდა მის მოვლა-პატრონობას საკუთარ აღსასრულამდე.ტირონი გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ით 4 წელს, 99 წლის ასაკში.ათასწლეულების გასვლის შემდეგ,გამოჩენილმა ინგლისელმა მწერალმა – რობერტ ჰარისმა,ციცერონის ბიოგრაფიის მიხედვით დაწერა ორი რომანი,სადაც საუბარი სწორედ “ინტელექტუალი მონის” – ტირონის სახელით მიმდინარეობს. (ავტორი გენია.ჯი)