“კლაფამის სადგური” – (ფორნების ნაკვალევი)
“კლაფამის სადგური” – ასევე მოიხსენიებენ,როგორც - “ფორნების ნაკვალევი”,წარმოადგენს პრეისტორიულ უბანს,ევროპის სამხრეთში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოს – მალტის დასავლეთ ნაწილის სანაპიროზე,დინგლის ფრიალო კლდეებთან ახლოს.მალტის ისტორიაში,არ არსებობს “ფორანის ნაკვალებზე” მეტად ამოუხსნელი პრეისტორიული უბანი.იქ განლაგებულია,დღემდე უცნობი დანიშნულების,კლდის მასიურ ქვებზე ამოკვეთილი ჭრილების მთელი ქსელი. (ავტორი გენია.ჯი) პირველად აღნიშნული ნაკვალევის შესახებ,ცნობები მოგვაწოდა – ჟან ფრანჩესკო აბელამ 1647 წელს,რომელმაც შემოგვთავაზა ჰიპოთეზა,რომლის თანახმადაც წარმოდგენილი ჭრილები,გამოიყენებოდა აფრიკულ ქვეყნებში საექსპორტოდ გასაგზავნი ქვების გადასაადგილებლად,ახლო მდებარე კარიერებიდან.მიუხედავად ამ ჰიპოთეზისა,მეცნიერებისთვის და სპეციალისტებისთვის იგი მიუღებელია.თუმცა თავადაც ვერ გაარკვიეს დღემდე,მისი ზუსტი დანიშნულება. (ავტორი გენია.ჯი) ერთი რამ,რაც ცხადია,გახლავთ ის პერიოდი,როდესაც მას აქტიურად გამოიყენებდნენ და ეს პერიოდი განისაზღვრება ჩვ.წ.აღ-მდე 2000 წლით.ამ დროს კუნძულ სიცილიიდან მალტის დასავლეთ სანაპიროებზე განხორციელდა მოსახლეობის მიგრაცია.მიუხედავად იმისა,რომ ასეთივე ნაკვალევი მალტის თითქმის მთელ ტერიტორიაზე მოიპოვება,აღნიშნული მონაკვეთი,მაინც ყველაზე მასიურად არის დასერილი და ერთგვარ საცობსაც კი ჰქმნის. (ავტორი გენია.ჯი) იგი მიემართება კუნძულის თითქმის ყველა ნაწილისაკენ.ქვაში ნაკვეთი ჭრილების საშუალო სიღრმე 60 სანტიმეტრია,ხოლო თითოეული ჭრილი,პარალელური ჭრილიდან 1,4 მეტრზეა დაცილებული.მრავალ ადგილას ჭრილები ერთმანეთს ჰკვეთენ და ისინი ერთგვარად მოგვაგონებენ თანამედროვე სარკინიზო ხაზებს.სწორედ ამიტომ უწოდეს ამ მონაკვეთს,ლონდონის ერთ-ერთი სარკინიგზო სადგურის – “კლამაფის” სახელი.სპეციალისტთა ერთი ნაწილის ვარაუდით “კლამაფის სადგური”,შესაძლოა უახლოეს მომავალში,ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დამადასტურებელი საბუთი აღმოჩნდეს,მალტაზე და ზოგადად ევროპაში არსებული უძველესი სატრანსპორტო სისტემისა. (ავტორი გენია.ჯი)