ერთი პატარა ისტორია “მაროკო”-ს შესახებ…

შესაძლოა,მკითხველმა პოსტში მოყვანილი ისტორია,იფიქროს,რომ ერთ-ერთ ლეგენდას და გამოგონილ ამბავს წარმოადგენს.თუმცა ვერსად გავექცევით იმ ფაქტს,რომ მთავარი მოქმედი გმირი,ქვემოთ მოყვანილი ისტორიისა,საკუთარ გენიალურ კომედიაში – “ამაო გარჯა სიყვარულისა”,უკვდავყო (“მოცეკვავე ცხენის” სახელით),თავად “უკვდავმა” ინგლისელმა დრამატურგმა – უილიამ შექსპირმა (1564-1616 წლები).

როგორც ინგლისური ისტორიული წყაროები მოწმობენ,დიდ ბრიტანეთში 1591 წელს,გამოჩნდა მართლაც საოცარი წყვილი მამაკაცისა და ცხენის სახით.მამაკაცი გახლდათ,ვინმე – უილიამ ბანქსი,ხოლო ცხენს სახელად – მაროკო ერქვა. (ავტორი გენია.ჯი) მეპატრონეს ცხენი ისეთი გაზრდილი ჰყავდა,რომ ცირკის ცხენებს არაფრით ჩამოუვარდებოდა და ბევრი საცირკო ნომრით ჯობდა კიდეც.გარდა ამისა,უილიამის “ერთგული მეგობარი” გამოირჩეოდა გონიერებითაც.მათმა გამოჩენამ ლონდონის ქუჩებში,იმთავითვე უამრავი სეირის მოყვარულის დაინტერესება გამოიწვია.ინტერესი მას შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაიზარდა,რაც მაროკომ,როგორც ორ ფეხზე,ასევე ოთხ ფეხზე ცეკვა დაიწყო.ფაქტიურად,ამ მეთოდით მაროკოს “მეგობარი” და მეპატრონე უილიამსი ლუკმა-პურის ფულს გამოიმუშავებდა.დილით გასულები,გვიან საღამომდე ართობდნენ ადამიანებს. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ მაროკომ ძალიან მალე გაითქვა სახელი და შეაყვარა ხალხს თავი,გამოჩნდნენ ისეთი ბოროტი ადამიანებიც,რომელთაც კაცსაც და ცხენსაც ჯადოქრობაში დასდეს ბრალი.მათ აეკრძალად ქალაქის ქუჩებში გამოჩენა და საბოლოოდ დააკავეს კიდეც ორივე.სასამართლოში,სადაც უილიამი და მაროკო ერთად იყვნენ წარმოდგენილი,მოსამართლემ ორივეს,ჯადოქრობაში ბრალდებით სიკვდილით დასჯა გამოუტანა (იმ პერიოდში ცხოველების სიკვდილით დასჯა ჯადოქრობის ბრალდებით დიდ უცნაურობას არ წარმოადგენდა). და,როდესაც ორივენი დარბაზიდან უნდა გაეყვანათ,სწორედ ამ დროს მოხდა ის,რაც ყოველი ადამიანისათვის წარმოუდგენელი იყო.მაროკო,რომელიც სასამართლო დარბაზიდან გაჰყავდათ,მოულოდნელად მოსამართლის წინაშე “მუხლებზე დადგა”,რაც ნიშანი იყო იმისა,რომ მისთვის და მისი მეგობრისათვის შეწყალება გამოეთხოვა.ამ ფაქტმა დარბაზში მყოფი დამსწრეების გულმხურვალე ოვაციები და მხარდაჭერა გამოიწვია.გარდა ამისა გააოგნა მოსამართლეც,რომელმაც,შეძრულმა სანახაობით,სასწრაფოდ გააქუმა რამდენიმე წუთის წინ მიღებული გადაწყვეტილება და ორივენი პატიმრობიდან გაანთავისუფლა.მას შემდეგ მაროკო და უილიამი ლონდონის ქუჩებში აღარ გამოჩენილან.მათი შემდგომი ბედის შესახებ,ცნობებიც ძალინ მწირია.თუმცა ცნობილია,რომ ისინი მართლმსაჯულებას აღარასოდეს დაუდანაშაულებია ჯადოქრობაში. (ავტორი გენია.ჯი)