იცით თუ არა,რომ

1. ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 39-ე პრეზიდენტს – ჯიმი კარტერს (1977-1981 წლებში),ერთ დღეს გადაავიწყდა,რომ პიჟაკის ჯიბეში – “ბირთვული რაკეტების” გამშვები კოდი ედო და პიჯაკი,”ბირთვული კოდებით” ქინწმენდაში გაგზავნა.თუმცა მალევე მას გაახსენდა თუ რა უმნიშვნელოვანესი კოდები ჰქონდა ჯიბეში და მისი სასწრაფო ბრძანების შესაბამისად,პიჟაკიც სასწრაფოდვე უკან მიუტანეს.

2. ძველი ბერძნები,უძველეს ეპოქებში თვლიდნენ,რომ ჟღალი-წითური ფერის თმის მქონე ადამიანები,სიკვდილის შემდეგ – ვამპირებად იქცეოდნენ.

3. ერთ-ერთ უდიდეს ძველბერძენ სოკრატემდელ ფილოსოფოსს – დემოკრიტეს,ზედსახელათ – “მცინარე ფილოსოფოს” უწოდებდნენ.(ავტორი გენია.ჯი)

4. მოგების გადასახადი ნორვეგიაში,დეკემბრის თვეში (საახალწლოდ) ორჯერ მცირდება,რათა ამა თუ იმ საქონლის ფასმა დაიკლოს და ადამიანებმა საახალწლო საჩუქრები იაფ ფასებში შეიძინონ,თანაც დიდი რაოდენობით.

5. სიტყვა “სინონიმს” – სინონიმი არ გააჩნია.

6. სტატისტიკის მიხედვით,საშუალო ხანგრძლივობა პორნოსაიტებზე მომხმარებლის სტუმრობისა 15-20 წუთია,მაშინ როდესაც საგანმანათლებლო საიტებზე მხოლოდ და მხოლოდ 2-6 წუთი.

7. პირველი ონლაინ-შესყიდვა ისტორიაში დაფიქსირებულ იქნა 1994 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში,მაშინ როდესაც განხორციელდა Pizza Hut-ის ფირმის პიცის ონლაინ-შეძენა.

8. გრენლანდიური ვეშაპები – ძუძუმწოვრებს შორის რეკორდსმენები გახლავან სიცოცხლის ხანგრძლივობით.რადგან მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 200 წელიწადია.(ავტორი გენია.ჯი)

9. ერთ-ერთი სახეობა მრავალფეხისა – “Illacme plenipes”,დედამიწაზე არსებულ ყველა ცოცხალ ორგანიზმს შორის ყველაზე მეტი ფეხის მატარებელია.მას საერთო ჯამში,არც მეტი და არც ნაკლები 750 ფეხი აქვს.

10. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემების მიხედვით,ავღანეთის მიწაში 10 მილიონამდე,ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმია ჩამარხული.