“კუსკატლანი”
“კუსკატლანი” - გახლდათ კოლუბამდელი პერიოდის ქვეყანა,რომელიც მდებარეობდა ცენტრალურ ამერიკაში,თანამედროვე სალვადორის ტერიტორიაზე,მდინარე პასი-დან – მდინარე ლემპას მიდამოებში.კუსკატლანის ქვეყანა დაარსებულ იქნა IX-X საუკუნეებში,მაშინ როდესაც ამ ტერიტორიებზე გადავიდნენ მესოამერიკული კულტურის,ინდიელი ხალხი – ტოლტეკები.ისინი,VIII საუკუნეში შეიჭრნენ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილიდან მექსიკის ცენტრალური ნაწილისაკენ და იქვე დააარსეს ერთ-ერთი დიდი სახელმწიფო – “კუსკატლანი”.ამ ხალხს მოგვიანებით,აცტეკები ინტელექტუალურ და კულტურულ წინამორბედებად მიიჩნევდნენ.სალვადორის ტერიტორიებზე გადასული ტოლტეკები აცტეკურ ენათა ჯგუფის – ნაუატლის დიალექტზე მოლაპარაკე ხალხი იყო. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ “კუსკატლანის” შესახებ,რაიმე წერილობითი ძეგლი არ შემორჩენილა და ამ ქვეყნის არსებობის შესახებ მოთხრობილია მხოლოდ – ხუაროსის,პალასესის,ლოსანოსა და სხვათა ისტორიულ ქრონიკებში.როგორც ისტორიის გვიანდელი მატიანედან ირკვევა,კუსკატლანის ტერიტორიები 1524 წლის 17 ივნისს,საბოლოოდ დაიკავა ესპანელი კონკისკადორის – პედრო დე ალვარადოს (1485-1541 წლები) ჯარებმა,რის შემდეგაც მან არსებობა შეწყვიტა.თანამედროვე სამყაროში კუსკატლანის მაცხოვრებელთა შთამომავლებად მიჩნეულები არიან – პიპილები,რომლებიც სალვადორის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობენ და საუბრობენ ნაუატლის მონათესავე ენაზე – ნაუატიზე. (ავტორი გენია.ჯი)