მირიან III

მირიან III  – ქართლის (იბერიის მეფე),დაიბადა 265 წელს.როგორც უძველესი ქართული საისტორიო თხზულებიდან “მოქცევაჲ ქართლისაჲ”-დან ვგებულობთ,იგი იყო ქართლის მეფის – რევ II (III საუკუნე-IV საუკუნის დასაწყისი) ვაჟი.აღსანიშნავია,რომ ამ წყაროში რევ II შეცდომით არის მოხსენიებული,როგორც “ლევი.ეს ფაქტი იქიდანაც დასტურდება,რომ მირიან III-ეს ვაჟსაც – რევი ერქვა. (ავტორი გენია.ჯი) ლეონტი მროველის “ქართლის ცხოვრების” მიხედვით კი მირიან III-ის მამად მოხსენიებულია ირანის შაჰის,სასანიდების დინასტიიდან – შაპურ I-ის შვილად (მმართველობის ხანა 241-272 წლები),რომელიც ერისთავებმა მოიყვანეს უძეოდ გარდაცვლილი ასფაგურ მეფის (მეფობის ხანა IV საუკუნის 30-40-იანი წლები),ასულის ქმრად.თუმცა ეს ფაქტი დადასტურებული არ არის ისტორიკოსთა მხრიდან.მირიან III ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე დიდის (272-337 წლები) თანამედროვე იყო.იგი იყო პირველი ქართველთა მეფე,რომელმაც ქრისტიანობა მიიღო.სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სხვა ქართველ მეფეებთან ერთად,რომლებიც წმინდანებად შერაცხა მირიან III პირველი მეფეა,რომლის სახელთან დაკავშირებულია საქართველოსთვის ისეთი უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა,როგორიცაა ქართლის მოქცევა – ქართველთა გაქრისტიანება და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.სულ მალე ქრისტიანობა ქართველთა ეროვნულ სარწმუნოებად იქცა,ისე რომ,დღესაც კი მართლმადიდებლური ქრისტიანობიდან გადადგომა საქართველოში ეროვნების დაკარგვის ტოლფასია.ჩვენმა ჭეშმარიტმა რელიგიამ ღრმა კვალი დაამჩნია ქართველთა ყოფასა და ფსიქოლოგიას. (ავტორი გენია.ჯი) ქართული კულტურა თავისი არსით ღრმად ქრისტიანულია და ყველაფერი,რასაც ქართული ჰქვია,ქრისტიანული მრწამსით არის გაჟღენთილი.ყველაფერი კეთილი,რაც საქართველოში მოხდა მეფე მირიან III-ის შემდეგ,ასე თუ ისე მართლმადიდებლურ ქრისტიანობასთან არის დაკავშირებული.მირიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ბევრი რამ ბურუსითაა მოსილი.მისი გამეფების და გარდაცვალების ზუსტი თარიღიც კი უცნობია.დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ,მხოლოდ ის,რომ იგი მეფობდა მესამე საუკუნისა და მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში (306-332 წლები).მირიანის მეფობის დროს ორი დიდი იმპერია – რომი და სპარსეთი (სასანიანთა სამეფო დინასტია 226-651 წლები),ერთმანეთს ებრძოდნენ,რომ წინა აზიაში გაბატონებულიყვნენ.ორივე იმპერია ცდილობდა,თავისი მიზნის მისაღწევად მოკავშირედ ჰყოლოდა ქართლის სამეფო,ვინაიდან ქართველთა ხელში იყო კავკასიონის უღელტეხილები და ქართლის მეფეს ყოველთვის შეეძლო ჩრდილოეთიდან გადმოეშვა ტრამალების მომთაბარეები და მათი სამხედრო ძალა თავისი სამხრეთელი მტერ-მეზობლების წინააღმდეგ გამოეყენებინა.ეს გარემოება ქართული სახელმწიფოს ძლიერებისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საფუძველი გახლდათ იმ დროს და ქართველი მეფეებიც საკმაოდ ხშირად სარგებლობდნენ ამით.

მირიან მეფემ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო და შორეულ რომთან მეგობრობა არჩია უფრო ახლობელი და აგრესიული ირანის მოკავშირეობას.შედეგმაც არ დაახანა,მის დროს ქართლის სამეფო საგრძნობლად გაძლიერდა და შეძლო საბოლოოდ დაებრუნებინა ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით II საუკუნეში სომხეთის მიერ მიტაცებული ქართული მიწები.მირიანის “დასავლური” ორიენტაციის ერთგვარ გამოხატულებად უნდა მივჩნიოთ აგრეთვე სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის აღიარება 326 წელს. (ავტორი გენია.ჯი) III-IV საუკუნეების მიჯნაზე ქრისტიანობა ფართოდ იყო გავრცელებული მთელ მსოფლიოში.ირანშიც ბევრი იყვნენ ქრისტიანები,მაგრამ სასანიანი შაჰები დევნიდნენ მათ და ცდილობდნენ,საკუთარი ზოროასტრიული რელიგია (ცეცხლთაყვანისმცემლობა) დაემკვიდრებინათ არა მარტო თავიანთ ქვეყანაში,არამედ სხვა ქვეყნებშიც,კერძოდ საქართველოში.

ქრისტიანებს ებრძოდნენ რომის იმპერიაშიც,დიოკლიტიანეს (245-313 წლები,ქრისტიანთა დაუძინებელი მტერი,რომლის ბრძანებითაც თავი მოჰკვეთეს ჩვენს უდიდეს წმინდანს – “წმინდა გიორგის”),მმართველობის შემდგომ ქრისტიანთა დევნა შეწყდა,ვინაიდან მომდევნო იმპერატორებმა შეიგნეს,რომ ქრისტიანობა უკვე ანგარიშგასაწევი ძალა გახდა რომის იმპერიაში და მთელ მსოფლიოში.313 წელს “წმინდანებად შერაცხულმა” იმპერატორებმა – კონსტანტინე დიდმა (იმ დროს განაგებდა იმპერიის დასავლეთ ნაწილს) და ლიცინიუსმა (263-325 წლები,განაგებდა რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს),მილანში გამოსცეს “ედიქტი” (ბრძანება),რომლის მიხედვითაც ქრისტიანობა ცხადდებოდა სხვა რელიგიების თანაბარუფლებიან რელიგიად.სიცოცხლის ბოლომდე იმპერატორი კონსტანტინე ქრისტიანობის მფარველად დარჩა და სიკვდილის წინ 337 წელს მოინათლა კიდეც ქრისტიანად.

საქართველოში ქრისტიანები პირველი საუკუნიდანვე ცხოვრობდნენ.განსაკუთრებით მომრავლდნენ II-III საუკუნეებში.მირიანის დროს მცხეთაში მოვიდა კაპადოკიელი ტყვე ქალი “წმინდა ნინო” და ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო,თან ქრისტეს სახელით ავადმყოფებსაც ჰკურნავდა.ამავე პერიოდში უკურნებელი სენი შეეყარამირიან მეფის მეუღლეს,ქართლის დედოფალ – ნანას.წმინდა ნინოს ლოცვით ნანა დედოფალი გამოჯამრთელდა და ჭეშმარიტი სარწმუნოება იწამა,იგი ქრისტიანად მოექცა.ამავე დროს ნანა დედოფალი – მირიანსაც სთავაზობდა გაქრისტიანებას.როგორც ძველი ქართველი ისტორიკოსი მოგვითხრობს,მირიანი არ დათანხმდა მის წინადადებას.თუმცა ერთ დღეს,როდესაც იგი სანადიროდ იმყოფებოდა.მუხრანის ველი მოინადირა და თხოთის ქედზე ავიდა. (ავტორი გენია.ჯი) შუადღისას უეცრად მზე დაბნელდა.მხლებლებს ჩამოცილებული მეფე ძლიერ შეშფოთდა და თავის წარმართულ ღმერთებს სთხოვა შველა,თუმცა უშედეგოდ.მაშინ კი წმინდა ნინოს ღმერთს შესთხოვა შემწეობა და მყისვე განათდა კიდეც მიდამო.მცხეთაში დაბრუნებისთანავე მირიანმა წმინდა ნინო იხმო და დაწვრილებით გამოჰკითხა “უფალი ჩვენი იესო ქრისტეს” ამბავი.მირიან III-მ ქრისტიანობა მიიღო და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა.იქ სადაც დღეს სვეტიცხოვლის უწმინდესი ტაძარი დგას,მისი ბრძანებით აშენდა პირველი ეკლესია.შემდეგ იმპერატორ კონსტანტინეს ელჩობა გაუგზავნა და სთხოვა,მღვდელმსახურნი გამოეგზავნა საქართველოში (ქართლში).კონსტანტინე დიდმა მალევე გამოგზავნა მღვდლები და ქართველები ქრისტიანებად მოექცნენ.მირიან მეფემ დიდხანს იმეფა და ღრმად მოხუცი გარდაიცვალა 332 წელს.მის შემდეგ გამეფდა მისი ვაჟი ბაკური (ბაკურ II,მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარი).მეფე მირიანი,ნანა დედოფალთან ერთად დაკრძალეს მის სიცოცხლეშივე აგებულ ზემო ეკლესიასთან.XI საუკუნეში კი მცხეთაში აიგი დიდებული სვეტიცხოველი და ქართველი მეფე მირიანი დედოფალ ნანასთან ერთად ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშია დაკრძალული.ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა მოციქულთა სწორ მირიან მეფისა და დედოფალ ნანას მოსახსენიებელ დღედ მცხეთობა-სვეტიცხოვლობა დღე 14 ოქტომბერი (1 ოქტომბერი ძველი სტილით) დაადგინა. (ავტორი გენია.ჯი)