იცით თუ არა,რომ
1. ალბერტ აინშატაინმა,როდესაც ისრაელში გოდების კედელთან – ებრაელთა ტკივილით აღსავსე ლოცვა იხილა,თავის დღიურში ჩაწერა: “წარსულის მქონე და აწმყოს გარეშე დარჩენილი ადამიანების საბრალო ერი”.
2. იაკობ გოგებაშვილი მშობლიურ მეტყველებას – “სულის ენას” უწოდებდა.
3. ძველბერძენი ფილოსოფოსი – ევჰემერე (ძვ.წ.აღ-ით IV-III საუკუნეები),უარყოფდა ბერძნულ რელიგიას და განმარტავდა,რომ ღმერთები თავდაპირველად გამოჩენილი მეფეები,გმირები და ქურუმები იყვნენ,რომლებიც მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გააღმერთეს.
4. ედილი ან ედილისი – გახლდათ ძველ რომში თანამდებობის პირი,რომელსაც ევალებოდა სახალხო დღესასწაულების ორგანიზება,ქალაქის კეთილმოწყობა,წესრიგის დაცვა,შენობების ზედამხედველობა და სხვა ანალოგიური ფუნქციები. (ავტორი გენია.ჯი)
5. კანაკე გახლდათ ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით,ქართა ღვთაების – ეოლოსის ასული,რომელმაც საკუთარ ძმასთან სისხლაღრევის შემდეგ,მამის ბრძანებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
6. ოვაციო – გახლდათ “მცირე ტრიუმფი”,რომლის დროსაც გამარჯვებული მხედართმთავარი რომში ეტლით კი არ შედიოდა,როგორც ტრიუმფატორი,არამედ ცხენზე ამხედრებული.
7. ბირმელ ბერს,რომელიც ბუდისტური რელიგის (ტჰერავადას სკოლის) წარმომადგენელია – ფუგი ჰქვია.
8. სმრიტები – ძველინდური ლიტერატურის რელიგიური და ლიტერატურული ხასიათის ძეგლებია.
9. დიდი ქართველი მწერალი – ოტია იოსელიანი ამბობდა: “ეჭვით უნდა უყურო საკუთარ ღირსებას,თორემ თავმა თავისადმი მიკერძოება იცის და დაგღუპავს”. (ავტორი გენია.ჯი)
10. მეცნიერთა მტკიცებით,ბაბილონის გოდოლის აგებისას – 85 მილიონი ქვის ლოდი იქნა გამოყენებული.