“მითოლოგიური სკოლა”
“მითოლოგიური სკოლა” - წარმოადგენს მითოლოგიურ მიმართულებას ეთნოგრაფიასა და ფოლკლორში.აღნიშნული სკოლის შექმნის მთავარი მიზანი,ინდოევროპული ხალხების სულიერი კულტურის შესწავლა გახლდათ.იგი შეიქმნა XVIII საუკუნის მიწურულს გერმანიაში და ემთხვევა იმ პერიოდს,როდესაც განსაკუთრებით დიდი ინტერესი არსებობდა ზემოთაღნიშნული ხალხების სულიერი კულტურის შესწავლისა (XVIII-XIX საუკუნეები). (ავტორი გენია.ჯი) ამას გარდა “მითოლოგიური სკოლის” შექმნის ფუნქცია,იმასაც გულისხმობდა თავისთავში,რომ განემარტა ევროპელთათვის,სხვადასხვა რელიგიური წეს-ჩვეულებები და მითოლოგიები. (ავტორი გენია.ჯი) უმთავრეს როლს სკოლის ჩამოყალიბებაში,თამაშობდა ეგრეთწოდებული “სოლიარული (მზის) თეორია”,რომლის მიხედვითაც ყველა ღმერთი მზის განსახიერებას წარმოადგენდა.ცნობილმა ფრანგმა ფილოსოფოსმა და სწავლულმა შარლ ფრანსუა დიუპორმა (1742-1809 წლები) ამ თემას მიუძვნა ნაშრომი “წარმომავლობა ყველა კულტისა და საყოველთაო რელიგიისა”.აღნიშნულ თემას მიუძღვნეს შრომები ცნობილმა გერმანელმა ლინგვისტებმა და გერმანული ეროვნული კულტურის მკვლევარებმა – ვილჰელმ და იაკობ გრიმებმა (ავტორები ცნობილი ნაწარმოებებისა “ძმები გრიმები”).სწორედ “მითოლოგიური სკოლის” დიდი დამსახურება გახლავთ ის,რომ XIX საუკუნის მეორე ნახევარში პირველი ეთნოგრაფიული თეორია “ევოლუციონიზმი” ჩამოყალიბდა. (ავტორი გენია.ჯი)