“მამაო ჩვენო” – (ლოცვების გვირგვინი)
“მამაო ჩვენო” - ქრისტიანული რელიგიის უმთავრესი ლოცვაა,რომელსაც “ლოცვების გვირგვინად” მოიხსენიებენ.როგორც “მრწამსის” 12 მუხლშია გადმოცემული შეკუმშული სახით მთელი ქრისტიანული სწავლება,ასევე არის “მამაო ჩვენოში” გადმოცემული შეკუმშული სახით ადამიანის სულიერი მდგომარეობა და ლოცვითი კანონები,რომელიც შემდგომში მამებმა განავრცეს და სხვადასხვა ლოცვის სახით მოგვცეს.
“მამაო ჩვენო” არის ერთადერთი ლოცვა,რომელიც თავად უფალმა ჩვენმა – იესო ქრისტემ ასწავლა ადამიანებს (მოციქულებს) მათივე თხოვნით.თავად ღვთის პირიდან მოისმინეს მოციქულებმა იგი,როდესაც ხილულად უყურებდნენ განკაცებულ უფალს,ამიტომ იწოდება ის “საუფლო ლოცვად”.ყველა დანარჩენი ლოცვანი,ფსალმუნები იქნება თუ ახალაღთქმისეული ლოცვები,სულიწმინდის მადლითაა დაწერილი წინასწარმეტყველთა,მოციქულთა ან წმინდა მამათა მიერ.
ზოგიერთი სექტის მიმდევრები ამბობენ,რადგან უფალმა მხოლოდ “მამაო ჩვენო” ასწავლა მოციქულებს,ჩვენ მხოლოდ ეს უნდა ვილოცოთო.უფალსა ჩვენსა არ უთქვამს,მარტო ეს ლოცვა წარმოსთქვითო,არამედ “მამაო ჩვენოს” სახით მოგვცა ლოცვის ფორმულა,გვასწავლა,როგორ უნდა ვილოცოთ – რა უნდა იყოს ჩვენი სათხოვარი ღვთის წინაშე და როგორ ვიცხოვროთ.ამავე დროს “მამაო ჩვენო” არის ქრისტიანული სწავლება და ქრისტიანული ცხოვრების წესი – რომ უნდა გვქონდეს ღვთის იმედი,არ უნდა ვიზრუნოთ ბევრის მოპოვებაზე,კმაყოფილნი ვიყოთ იმით და გვინდოდეს მხოლოდ ის,რაც ამ წუთში გვაქვს.ასევე მიგვანიშნებს,რომ უნდა ვიყოთ მოწყალენი,ყველას მივუტევოთ შეცოდებები,ყველგან და ყოველთვის გვქონდეს ღვთის იმედი და ვევედროთ უფალს,დაგვიფაროს,განგვარიდოს განსაცდელისაგან.(ავტორი გენია.ჯი).
განსაცდელში უფალს კი არ შეჰყავს ადამიანი,არამედ ჩვენვე ვვარდებით ჩვენივე ქმედებით,მაგრამ როდესაც უფალს მივმართავთ – “ნუ შემიყვანებ მე განსაცდელსა”,ვევედრებით,ვთხოვთ,გზა დაგვიკეტოს,ნუ გაგვიშვებს ცოდვისკენ,რათა განრიდებული ვიყოთ განსაცდელში ცავარდნას.(ავტორი გენია.ჯი).
“მამაო ჩვენო”-ს ლოცვის ტექსტები მოცემულია მათესა და ლუკას სახარებებში.