“აცტეკების საგანმანათლებლო სისტემა”
“აცტეკების საგანმანათლებლო სისტემა” - წარმოადგენდა კომპლექსს პედაგოგიური ღონისძიებებისა ძველაცტეკურ საზოგადოებაში.მასში ჩართული იყო სხვადასხვა მეთოდები და საშუალებები განათლების მიცემისა -ბავშვებისათვის,მოზარდებისათვის,ახალგაზრდებისათვის და გოგონებისათვის.ეს სისტემა მიზნად ისახავდა ადამიანების ძირითადი უნარების ჩამოყალიბებას (განათლების მიცემის მეშვეობით),იმ მოთხოვნების შესაბამისად,რომელიც წარმოადგენდა ნებისმიერი ადამიანის არა მარტო კონკრეტულად პროფესიის შესწავლა დაუფლებას,არამედ,ზოგადად საზოგადოების თითოეული წევრის გონებრივ განვითარებასაც. (ავტორი გენია.ჯი) “აცტეკების განათლების სისტემა” დაფუძნებული და წარმოდგენილი იყო,ამ ხალხის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებაზე,რომელთაც ისინი თაობიდან თაობებს გადასცემდნენ.ამასთანავე ამ პერიოდებში,მათი განათლების სისტემა უფრო იხვეწებოდა და ვითარდებოდა.ამიტომ ეს სისტემა ყოველდღიური პროგრესის რეჟიმში იყო ჩართული.აცტეკი ბავშვების განათლების მიღების პროცესი,იყოფოდა ორ სტადიად: “სკოლამდელი” (პირველადი განათლების მიღება სახლში) და “სკოლის პერიოდის” (სწავლა სპეციალურ სასწავლო დაწესებულებებში).იმ მდგომარეობის გათვალისწინებით,რომ აცტეკურ საზოგადოებაში არსებობდა “პრივილიგირებული” და “არაპრივილიგირებული” ხალხის ფენები,ბავშვები,რომელი სოციალური კლასის ოჯახიდანაც არ უნდა ყოფილიყვნენ გამოსული,ნებისმიერ შემთხვევაში გადიოდნენ სპეციალიზირებულ სწავლის კურსს.ამიტომ ბავშვებს არანაირი დისკომფორტი ან რაიმე სახის პრობლემა არ ექმნებოდათ განათლების მიღებასა და თავიანთი გონებრივი შესაძლებლობების წარმოჩინებაში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აცტეკური საზოგადოებისათვის სწავლის ეს მეთოდი,საყოველთაო განათლების სისტემის უმთავრეს მონაპოვარს წარმოადგენდა.
“სკოლამდელი განათლების მიღება” ბავშვებისათვის ოჯახებში,ოთხი წლის ასაკიდან იწყებოდა,ეს გახლავთ ის ასაკი,როდესაც ბავშვი აქტიურად იწყებს ინფორმაციის ათვისებას.აღსანიშნავია,რომ ბავშვები არა მარტო განათლებით კავდებოდნენ,არამედ მუშაობდნენ კიდეც.მაგალითად ვაჟების ყველაზე კარგ მასწავლებლად “სკოლამდელ” ასაკში მამა მიიჩნეოდა,რომელიც შვილს ასწალიდა – ნადირობას,თევზაობას,ხელობას,მარტივი სამუშაო იარაღების შექმნას,კანოეს მდინარეზე ტარების თავისებურებებს და ასე შემდეგ.ყველაზე მთავარი მიზანი აცტეკური აღზრდისა გახლდათ მათი კარგი მეომრებად ჩამოყალიბება.გოგონებს “სკოლამდელ” განათლებას დედა აძლევდა და ისიც გარკვეულწილად ფიზიკური შრომის ელემენტებს შეიცავდა.მათთვის უმთავრესი იყო ოჯახის ყურადღება და საოჯახო სქმეების გაძღოლა.ამასთანავე ბავშვობიდანვე უნერგავდნენ,რომ ყოფილიყვნენ კარგი მეუღლეები,დედები და საერთო ჯამში კარგი მანდილოსნები.მათ შეასწავლიდნენ კულინარიას,რთვას და ყოველივე სხვა ქალისათვის საჭირო ხელობებს. (ავტორი გენია.ჯი) ექვსი წლის ასაკიდან კი შესაძლებელი იყო ბავშვებისათვის ძალისმიერი აღმზრდელობითი მეთოდებით აღზრდა,შეცდომების დაშვების შემთხვევაში მათი დასჯა,იძულება და დატუქსვა.ყოველივე ამის უფლება მხოლოდ მშობლებს გააჩნდათ.თუ კი ბავშვი აცტეკური საზოგადოებისათვის მიუღებელ საქციელს ჩაიდენდა,ასეთ შემთხვევაში მშობლები მას ქუჩაში ტოვებდნენ ღამით (მშიერსა და დაუბანელს) და ეს მათი დასჯის ყველაზე სასტიკი მეთოდი გახლდათ.”სკოლამდელი” განათლების მიღების ძირითადი მიზანი ბავშვების უნარ-ჩვევებისა და გონების ფორმირების ჩამოყალიბება გახლდათ და იგი 15-16 წლის ასაკამდეც გრძელდებოდა.ამიტომ სანამ ისინი “სკოლის პერიოდის” განათლებას მიიღბდნენ,ფაქტიურად უკვე ფლობდნენ,ცხოვრებაში აუცილებელ და საჭირო თვისებებს და იგი “სკოლამდელი აღზრდა” ერთგვარი ტრამპლინი გახლდათ “სასკოლო პერიოდის აღზრდისა”.
აცტეკთა სკოლები,სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენდა და ორ ჯგუფად იყოფოდა,პირველი: “ახალგაზრდობის სახლი” (ტელპუჩკალი) და მეორე: “წარჩინებულთა სკოლა” (კალმეკაკი).პირველ მათგანში სწავლას იწყებდნენ 15 წლის ასაკიდან,რომლებიც ჩვეულებრივი,რიგითი მოქალაქეების,ხელოსნები და ფერმერების შვილები იყვნენ.ამიტომ მათი განათლების ძირითადი მასალა ეხებოდა სოფლის მეურნეობის,სამხედრო ხელოვნების და სხვადასხვა ელემენტარული მეცნიერებების დაუფლებას.რაც აცტეკების აზრით ყველაზე პრაქტიკული სისტემა გახლდათ ამ ფენის ადამიანებისათვის.მასწავლებელს – პიპილტინები ეწოდებოდათ და ისინი ძირითადად სამხედრო სამსახურზე “პენსიაში” გასული მოქალაქეებისგან შედგებოდა. (ავტორი გენია.ჯი) უმთავრეს საგნად სამხედრო ხელოვნების ათვისება წარმოადგენდა და მასში შედიოდა,ყველა იმ დროისათვის ცნობილი ხერხი ბრძოლებისა (ხელჩართული,მახვილით და ასე შემდეგ).დანარჩენი საგნები კი უფრო ზოგად განათლებას მოიცავდა “ახალგაზრდობის სკოლებისა”.
“წარჩინებულთა სკოლა” – პრივილიგირებული,არისტოკრატიული ოჯახის ბავშვებიდან ფორმირდებოდა და იქ განათლების მიღების უფრო მრავალფეროვანი არჩევნის საშუალება იყო,სწავლას აქაც 15-16 წლის ასაკიდან იწყებდნენ.სკოლაში ასწავლიდნენ – მათემატიკას,ასტრონომიას,ლიტერატურას,რელიგიას,პოლიტიკას,ისტორიას და სხვა მეცნიერებებს.მასწავლებლები კი ასეთ სკოლებში ძირითადად ბრძენი ნაწილი ჰყავდათ საზოგადოებისა დასაქმებული და მათ “მლამატინიმე” ეწოდებოდათ.ამ სკოლის კურსის დამთავრების შემდეგ,ყოფილი მოსწავლეები ხდებოდნენ სამხედრო მაღალჩინოსნები,ქურუმები,ქვეყნის ოფიციალური პირები (სახელმწიფო მოხელეები) და ასე შემდეგ.
აცტეკების “განათლების სისტემა”,იმ დროისათვის მართლაც ერთ-ერთი გასაოცარი საგანმანათლებლო სისტემა გახლდათ,რაც მათი უდიდესი ცივილიზაციის მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი)