ნოდარ დუმბაძე – “მარადისობის კანონი”
“მარადისობის კანონი” - გენიალური ქართველი მწერლის - ნოდარ დუმბაძის (1928-1984 წლები) მიერ დაწერილი დიდებული ნაწარმოებია.იგი პირველად გამოქვეყნებულ იქნა 1978 წელს.მისი შემოქმედება ყველა სხვა მწერლის შემოქმედებისაგან განსხვავდება იმ უბრალო მარტივი ენითა და სიცოცხლის უზომო სიყვარულის მოტივით,რომელსაც მწერალი თავად ეტრფოდა და ჩვენც გვაზიარებდა ამას,თავისი უზადო ლიტერატურული შემოქმედებით. (ავტორი გენია.ჯი) “მარადისობის კანონი”,არის ნაწარმოები,რომელშიც ადამიანის სული ბევრად უფრო მძიმეა,ვიდრე სხეული და ეს რომანი არის ერთგვარი მცდელობა იმისა,რომ როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული.თქვენ ჩემი,მე სხვისი,სხვამ სხვისი და ასე შემდეგ.რომანის მთავარი გმირის ბაჩანა რამიშვილის პირადი ცხოვრების აღწერა,მოიცავს ერთი კაცის ისტორიას,სადაც სიკეთისა და ბოროტების ბრძოლას მისი გული ვეღარ უძლებს და აავადებს გულის ტკივილით: “გულის წყევლა არ შეიძლება,გულს მოფერება და სულის ბერვა უნდა ცეცხლზე შემდგარი რძესავით”.ამ სიტყვების არსი მეტყველებს ბაჩანას ფიზიკური ტკივილიდან,სულიერ ტკივილამდე გარდასულ და პირიქით მდგომარეობაზე,რომელმაც ვერ გაუძლო ცხოვრების უკუღმართობას და აჩერებს მისი ცხოვრების თავბრუდამხვევ რიტმს. (ავტორი გენია.ჯი) აქვე არის შესანიშნავი დიალოგები რელიგიაზე,ფილოსოფიაზე და სრულიად ცხოვრების არსზე.ნოდარ დუმბაძის შემოქმედება სრული სიყვარულის აპოლოგიაა,რომლითაც თითოეულ ჩვენთაგანს გადმოგვცემს – სიკეთეს,სითბოს,მზით გამთბარი გულის კეთილშობილებისა და ბოროტების მუდმივ ჭიდილს,რომელსაც მართალი,გულიანი ადამიანები ეწირებიან.ასევეა “მარადისობის კანონში”: “უკვე რამდენი ხანია,დედამიწაზე სიძულვილით უფრო მეტი ადამიანი კვდება,ვიდრე სიყვარულით”.ხოლო რომანში მოყვანილი ფრაზა,ალბათ მთელი არა მარტო ამ ნაწარმოების,არამედ სრული მისი შემოქმედების ახსნაა: “გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით”. (ავტორი გენია.ჯი)