ელიოტ რუზველტი – “თეირანის კონფერენციის დღიურიდან”
ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარული პრეზიდენტის – ფრანკლინ დელანო რუზველტის,ვაჟი - ელიოტ რუზველტი (1910-1990 წლები),მამას ყოველთვის დაჰყვებოდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში “კონფერენციებზე” სხვადასხვა ქვეყნებში და მას გვერდიდან არ სცილდებოდა.ამ მოვლენების შესახებ მან მოგვიანებით დაწერა წიგნი,სახელწოდებით – “მისი თვალით დანახული”,რომელშიც ელიოტმა უამრავი ძვირფასი ისტორიული ეპიზოდი შემოგვინახა. (ავტორი გენია.ჯი) თავად ელიოტი,ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცერი გახლდათ.როგორც იგი ჰყვებოდა,მისთვის უდიდესი გამოცდა “თეირანის კონფერენცია” გამოდგა (1943 წლის 28 ნოემბრიდან – 1 დეკემბრის ჩათვლით),სადაც მსოფლიოს სამი ლიდერი შეიკრიბა (ჩერჩილი,რუზველტი,სტალინი) და სათავე დაედო “დიდ სამეულს”.რამაც ფაქტიურად საფუძვეკლი ჩაუყარა “მეორე ფრონტის” გახსნას გერმანიის ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.ელიოტი იხსენებს:
“ვახშამის დასასრულს რომელსაც სამივე ლიდერი და მათი წარმომადგენლები ესწრებოდნენ,წარმოითქვა სადღეგრძელო,ფაშისტ სამხედრო დამნაშავეებთან მიმართებაში და იგი დაახლოებით ასე ჟღერდა: რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღსრულდეს მართლმსაჯულება ყველა გერმანელი სამხედრო დამნაშავის მიმართ და ყოველი მათგანი უნდა უმკაცრესად დაისაჯოს.და რომ ერთიანი ძალებით განაჩენი გამოვუტანოთ მათ მაშინვე,როგორც კი ხელში ჩაგვივარდებიან.ასეთი დამნაშავეების რიცხვი კი ორმოცდაათი ათასზე ნაკლები არ იქნება.ჩერჩილი ამ სიტყვების გაგონებაზე დაგესლილივით ფეხზე წამოიჭრა (საკმაოდ ნასვამი თავისი უსაყვარლესი კონიაკით) და წამოიძახა: – საკითხის ასე დაყენება,ძირეულად ეწინააღმდეგება ჩვენს ინგლისურ აღქმას! ინგლისელი ხალხი არ შეეგუება ასეთ მასიურ დასჯას.ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვთქვამ ღრმა რწმენას,რომ არც ერთი ადამიანი,იქნება ის ნაცისტი თუ ვინც გნებავთ სხვა,არ შეიძლება სასამართლოს გარეშე დაისაჯოს,მის წინააღმდეგ რა გინდ მტკიცებულებებიც არ უნდა არსებობდეს! (ავტორი გენია.ჯი)
როდესაც სტალინს გადავხედე,ეტყობოდა,ეს საუბარი ძალიან ართობდა,თუმცა სერიოზულობას ინარჩუნებდა და მხოლოდ თვალები უცინოდა.მან მიიღო ჩერჩილის გამოწვევა და კიდევ უფრო დაიწყო მისი გახელება.იგი საკმაოდ ზრდილობიანად უარყოფდა ჩერჩილის არგუმენტებს და ჩანდა,რომ სულაც არ აფიქრებდა,ჩერჩილის უიმედო ტავდაჭერის დაკარგვა.შემდგომ სტალინი მამას (ფრანკლინს) მოუბრუნდა და ტავისი აზრის დაფიქსირება თხოვა.მამა იგრძნო რა დაძაბული სიტუაცია,ეცადა ყოველივე ხუმრობაში გადაეტანა და თქვა: როგორცჩანს,ამ კამათში მე მომიწევს შუამავლის როლში ყოფნა.ნათელია,რომ აუცილებელია კომპრომისის გამონახვა თქვენს პოზიციასა და ჩემი მეგობრის,პრემიერ მინისტრის პოზიციას შორის.იქნებ,ორმოცდაათი ათასი სამხედრო დამნაშავის ნაცვლად შევთანხმებულიყავით უფრო მცირე რიცხვზე.ვთქვათ,ორმოცდაცხრა ათას ხუთასზე?
ამ მონოლოგს ამერიკელი და საბჭოთა დიპლომატების სიცილი მოყვა.ინგლისელები კი თავიანთ პრემიერს შეჰყურებდნენ,რომელიც კიდევ უფრო ცხარდებოდა და მდუმარედ ჩამოღვენთილი სახეებით ისხდნენ.სტალნმა აიტაცა მამაჩემის მიერ დასახელებული რიცხვი და სუფრასთან მსხდომებს სათითაოდ ეკითხებოდა თავიანთ მოსაზრებას.ვფიქრობდი,რომ სტალინი პირველივე პასუხებით დაკმაყოფილდებოდა და თემას მანამდე შეცვლიდა,ვიდრე ჩემი რიგი დადგებოდა.მაგრამ ის დაჟინებით განაგრძობდა გამოკითხვას და მეც მომმართა.ადგილიდან რომ წამოვდექი,არც ისე მყარად ვიდექი ფეხზე,სული მოვითქვი და წონასწორობის შენარჩუნება ვცდილობდი (შამპანიურის ზემოქმედების ქვეშ მყოფი).
- როგორ გითხრათ,ეს კითხვა ზედმეტად აკადემიური ხომ არ არის? როდესაც ჩვენი არმიები დასავლეთიდან დაიძრებიან,თქვენი არმიები კი აღმოსავლეთიდან განაგრძობენ იერიშს,ყველა პრობლემა მოიხსნება,ასე არ არის? ჩვენი ჯარისკაცები ბრძოლის დროს გაანადგურებენ უმეტესობას იმ ორმოცდაათი ათასიდან და იმედი მაქვს,იგივე ბედი ეწვევა არა მხოლოდ იმ ორმოცდაათი ათასს სამხედრო დამნაშავეს,არამედ კიდევ ასობით ათას ფაშისტს.
ვთქვი ეს სიტყვები და დაჯდომა დავაპირე. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ სტალინმა, – ის სიამოვნებისაგან ბრწყინავდა, – მაგიდას შემოუარა და მხარზე ხელი გადამხვია.თან მითხრა: შესანიშნავი პასუხია!
უცებ ჩემს თვალწინ გამძვინვარებული ჩერჩილის თითების ქნევა დავინახე:
- თქვენ რა გინდათ,რომ მოკავშირეებს შორის ურთიერთობა გააფუჭოდ? გესმით თქვენ ახლა რა თქვით? როგორ გაბედეთ ასეთი რამის თქმა?
მე უსიტყვოდ დავჯექი.საბედნიეროდ ვახშამი მალევე დასრულდა და მამას გავყევი ოთახში ბოდოშის მოსახდელად,ის კი მთელი ხმით ხარხარებდა და მითხრა – უინსტონი გამოიძინებს და ყველაფერი დაავიწყდებაო.თუმცა ჩერჩილს არაფერი დავიწყებია და იმ მრავალი თვის მანძილზე,რომელიც მე ინგლისში გავატარე,არც ერთი მოწვევა მისგან არ მიმიღია”. (ავტორი გენია.ჯი)