ალფრედ ნობელის ანდერძის შესახებ წერდნენ…
“ალფრედ ნობელის ანდერძი ხუთშაბათ საღამოს,1896 წლის 31 დეკემბერს გაიხსნა და ეს ჩვენი ქვეყნის კულტურის ისტორიაში უდიდესი მოვლენაა”…
“დოგენს ნეიჰეტერი”
“… შვედეთის ისტორიაში მხოლოდ ერთი შემთხვევა მოიპოვება ისეთი,რომელიც ჩვენი ქვეყნის სულიერი განვითარების სურვილის ასეთ ძლიერ გამოხატულებას შეედრება.ესაა შემთხვევა,როდესაც გუსტავ II ადოლფმა მემკვიდრეობით მიღებული პირადი ქონება უფსალას უნივერსიტეტს გადასცა”.
“სვენკე დოგბლოდეტი”
“ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი,რომელიც ოდესმე უძღვნია ვინმეს იდეალისტური მოსაზრებებით.შვედეთს ადრეც ჰყოლია ადამიანები,რომლებიც მეცნიერული მიზნების მიღწევას უწყობდნენ ხელს… ნობელის სახით,ამ ქვეყანას ჰყავს მფარველი,რომელიც თავისი კეთილშობილებით ყველაფერს აღემატება.ის,რაც მან მეცნიერებასა და კაცობრიობას დაუტოვა,მხოლოდ ერთი ქვეყნის ფარგლებში არ ეტევა”. (ავტორი გენია.ჯი)
“კიოლნ ცაიტუნი”
“ეს ანდერძი ქველმოქმედების მაგალითად დარჩება და ალფრედ ნობელის სახელს დავიწყებისაგან იხსნის”
ფრანგული გაზეთი – “ლე ფიგარო”
“ის მკითხველები,რომლებიც აწ გარდაცვლილი ალფრედ ნობელს პირადად იცნობდნენ,მისი ანდერძის შინაარსის გაცნობის შემდეგ გაკვირვებული დარჩებიან.განსაკუთრებით ეს იმ ფრაგმენტს ეხება,სადაც მშვიდობის დამყარებისათვის ხელის შეწყობაზეა საუბარი.ერთი შეხედვით,ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას,რასაც ის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში აკეთებდა.მიუხედავად ამისა,ის რომ ბატონი ნობელი განსაკუთრებული ანტიპათიით იყო განწყობილი ომების მიმართ მისი მრავალრიცხოვანი მეგობრებისათვის ცნობილი ფაქტია.მისი სიტყვები იყო: ყველა ზარბაზანი,მისი სადგომები და ყველაფერი,რაც მას ეხება,ჯოჯოხეთში უნდა გადავიტანოთ.სწორედ ეს არის მათი გამოყენებისათვის საუკეთესო ადგილი”.
“ნიუ-იორკ დეილი ნიუსი – აქსელ ველინი” (ავტორი გენია.ჯი)