დემოკედე კროტონელი
დემოკედე - ან შესაძლოა მოვიხსენიოთ,როგორც – დემოკიდე კროტონელი,დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 522 წელს ქალქ კროტონეში (სამხრეთ სანაპიროზე,ქვემო იტალიისა).იგი გახლდათ გამოჩენილი იტალიელი ფილოსოფოსი,ექიმი და პოლიტიკოსი.მის ბიოგრაფიაზე და მოღვაწეობაზე ცნობები დიდმა ჰეროდოტემ,თავის უდიადეს წიგნში “ისტორია”,შემოგვინახა. (ავტორი გენია.ჯი) დემოკედე ახალგაზრდობაში ტოვებს კროტონეს და მიემგზავრება კუნძულ ეგინაზე (საბერძნეთის კუნძული,სარონიკოსის ყურეში),სადაც თავისი დიდი ტალანტისა და ნიჭის მეშვეობით,როგორც გამოცდილი ექიმი,მალევე იმსახურებს ადგილობრივთა დიდ პატივისცემას.კუნძულ იგინას დატოვების შემდგომ,მიემგზავრება ათენში.იქ მსახურობდა სამოსელი ტირანის – პოლიკრატეს (მმართველობის პერიოდი ძვ.წ.აღ-ით 535-522 წლები) სამეფო კარზე.მისი დამხობის შემდეგ გაგზავნილ იქნა სარდში (ლიდიის ყოფილი დედაქალაქი).მოგვიანებით დემოკედე მიწვეულ იქნა სპარსეთის მეფის დარიოს I-ის სამეფო კარზე (მმართველობის პერიოდი ძვ.წ.აღ-თ 522-486 წლები).მან განკურნა მეფე ფეხის დაავადებისაგან,ხოლო სპარსეთის დედოფალი – ატოსუ კი,მკერდის დაავადებისაგან. (ავტორი გენია.ჯი) ამ მიზეზთა გამო დემოკედე სპარსეთის სამეფო კარზე დიდად მისაღები და დაფასებული პიროვნება გახლდათ.შესაბამისად დაჯილდოვებული იქნა სხვადასხვა ფასეული საჩუქრებით.მიუხედავად სპარსეთის სამეფო კარის კეთილგანწყობისა,მოგვიანებით მაინც ბრუნდება სამშობლოში.აღსანიშნავია,რომ დარიოს I,მას სათავაზობდა გოფმედიკოსის თანამდებობას,რაზეც დემოკედემ უარი განაცხადა. (ავტორი გენია.ჯი) სამშობლოში დაბრუნების შემდგომ გაწევრიანდა არისტოკრატთა პარტიაში და მუშაობა დაიწყო საელჩოში.თუმცა პოლიტიკური პრობლემების შექმნის შემდგომ (უარი განაცხადა ბერძნებთან დაპირისპირებაზე),თავს აფარებდა კროტონეს.მშობლიური ქალაქის მოსახლეობამ იგი შეიძულა და მისი დანახვაც კი აღარ სურდა,რადგან ისინი მიიჩნევდნენ,რომ დემოკედემ ბერძნებისაგან არ მოითხოვა ის,რაც მათ ეკუთვნოდათ (მიწა და წყალი).საბეძნეთში გადასვლის შემდეგ დაუახლოვდა ძველბერძენ ფილოსოფოსსა და ექიმს (პითაგორას ყოფილ მოსწავლეს) – ალკმეონეს (ძვ.წ.აღ-ით V საუკუნე) და მასთან ერთად სათავეში ჩაუდგა ბერძნული მედიცინის სკოლას.ამავე პერიოდში ქორწინდება ცნობილი ძველბერძენი ათლეტის მილონ კროტონელის (ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეები) დაზე.იგი დაუახლოვდა პითაგორელებს,თუმცა მალევე დაუპირისპირდა პითაგორულ ოლიგარქიას.ამ მიზეზთა გამო მას ბევრი მტრებიც ჰყავდა.ძვ.წ.აღ-ით 486 წელს დემოკედე მოკლულ იქნა ფეაგას მიერ,რომელმაც მისი მკვლეობისათვის ჯილდოც კი მიიღო.დემოკედე კროტონელი კი მიუხედავად უამრავი პრეტენზიისა,ისტორიას შემორჩა,როგორც ერთ-ერთი უდიდესი მედიკოსი და ძველი ბერძნული სამედიცინო სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი. (ავტორი გენია.ჯი)