გაეტანო განფოლდი – “დიანა და კალიოსტო”
“დიანა და კალიოსტო” - წარმოადგენს,ერთ-ერთ საუკეთესო და ცნობილ ტილოს,დიდი იტალიელი მხატვრის და ბოლონიური სახვითი ხელოვნების სკოლის თვალსაჩინო წარმოამდგენლის - გაეტანო განფოლდისა (1734-1802 წლები).სურათის სიუჟეტი მოიცავს ეპიზოდს,ძველბერძნული მითოლოგიის გმირის კალიოსტოს ლეგენდის შესახებ.მხატვრის მიერ სურათი დახატულ იქნა,სავარაუდოდ 1787 წლის შემდეგ,ტილოზე ზეთის საღებავით.სურათის სიმაღლე 148,1 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 170,2 სანტიმეტრი.(ავტორი გენია.ჯი) 1780-იან წლებში,გაეტანოს ცნობილმა რუსმა დიპლომატმა,თავადმა,მეცენატმა და კოლექციონერმა ნიკოლოზ იუსუპოვმა შეუკვეთა აღნიშნული ტილოს დახატვა.მხატვარმა მისი ორი ესკიზი შექმნა.ერთი ესკიზი თავად დაიტოვა,ხოლო მეორე შემკვეთს გადასცა.თუმცა თავადის გარდაცვალების შემდგომ სურათის ბედი გაურკვეველი იყო.ერთი ვერსიის თანახმად XX საუკუნეში,ტილო კრომერეში (ლიტვა) კერძო კოლექციაში ინახებოდა.მას შემდეგ მის შესახებ ცნობილი დიდხანს არაფერი გახლდათ.1977 წელს,სრულიად შემთხვევით აღმოჩენილ იქნა გაეტანოს ორი სურათის ესკიზი – “დიანა და კალიოსტო” და “ვენერას ტრიუმფი”,რომლებიც ამოცნობილ იქნა ლუვრის დიდებული მუზეუმის არქივში დაცული ძველი სურათების მიხედვით.(ავტორი გენია.ჯი) მანამდე აღნიშნული ტილოების ავტორად შეცდომით ასახელებდნენ,დიდ ფრანგ მხატვარს – ლუი ჟან ფრანსუა ლაგრენეს.2009 წელს,კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ კერძო კოლექციაში დაცული გაეტანოს შედევრი ტილო – “დიანა და კალიოსტო”,სწორედ ის ტილო აღმოჩნდა,რომელიც ლიტვაში ინახებოდა კერძო კოლექციაში.თუ საიდან მოხვდა აღნიშნული სურათი ლიტვიდან ამერიკაში უცნობია. 2010 წელს,მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილ “კრისტის აუქციონზე” (ლონდონში),გატანილ იქნა გაეტანო განფოლდის მიერ დახატული სურათი – “დიანა და კალიოსტო”,ერთ-ერთ გასაყიდ ლოტად.სწორედ ამ აუქციონზე იქნა გაყიდული იგი 4,1 მილიონ ამერიკულ დოლარად,რაც დღემდე სარეკორდო ფასად ითვლება გაეტანოს შემოქმედებისათვის,რადგან არც მანამდე და არც მას შემდეგ ასეთ ფასში მისი არცერთი სურათი არ გაყიდულა.ტილო კი (როგორც იმთავითვე) კვლავაც კერძო კოლექციაშია დაცული. (ავტორი გენია.ჯი)