რენე ხოსე იგუიტა საპატა
რენე ხოსე იგუიტა საპატა - დაიბადა 1966 წლის 27 აგვისტოს კოლუმბიის ქალაქ მედელინში.იგი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი (მეკარე),კოლუმბიის საფეხბურთო ისტორიაში.განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა,თავისი ცნობილი და ორიგინალური “მორიელის დარტყმით” (ამ მეთოდით იგერიებდა კარისაკენ წასულ ბურთს),რა დროსაც არაერთხელ უხსნია საკუთარი კარი გაშვებული გოლისაგან.კარიერა “დეპორტივო პერეირას” ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო.1985 წელს გადადის ბოგოტას “მილიონარიოსში”,სადაც ჩატარებულ 16 თამაშში 5 გოლის ავტორიც გახლდათ,რაც მეკარეებისათვის ერთობ უცნაური მოვლენა გახლავთ. (ავტორი გენია.ჯი) 1986-1992 წლებში თამაშობდა მედელინის “ატლეტიკო ნასიონალში”,სადაც ჩაატარა 112 თამაში და გაიტანა 11 გოლი.აღსანიშნავია,რომ იგუიტა შესანიშნავად (ჩილავერტის მსგავსად) ასრულებდა საჯარიმო დარტყმებს და პენალწებს.ამავე პერიოდ ემთხვევა მისი სანაკრებო დებიუტი 1097 წელს.1992-1993 წლებში გადავიდა ესპანურ “ვალიადოლიდში”,სადაც 38 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.კოლუმბიური და ევროპული გუნდების გარდა გამოდიდოდა მექსიკურ “ვერაკრუსში” (30 მატჩი – 2 გოლი),ეკვადორულ “სოსიედად დეპორტივა აუკასში” (35 მატჩი) და ვენესუელის “გუაროს დე ლარაში” (35 მატჩი – 2 გოლი).ყველაზე ავად სახსენებელი მომენტი მის კარიერაში 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის (იტალია) მერვედფინალური მატჩია,როდესაც კამერუნის ნაკრებთან დამატებით დროში,როჟე მილასათვის ფინტის გაკეთება მოინდომა,რითაც კოლუმბიის ნაკრები დაისაჯა და მილამ მასზე ართმეული ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.საბოლოო ჯამში კოლუმბიამ მატჩი 1:2 დათმო.იგუიტა 1990 წელს სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი ხდება. (ავტორი გენია.ჯი) ასევე ორჯერ მოიპოვა სამხრეთ ამერიკის “მესამე” ფეხბურთელის ტიტული.XX საუკუნის სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ისტორიაში,მეკარეთა შორის მერვე ადგილზე იქნა დასახელებული.ხოლო მესამე მეკარეა მსოფლიოში გატანილი ბურთების რაოდენობით (41 გოლი) – როჟერიო სენისა ხოსე ლუის ჩილავერტის შემდეგ.3-ჯერ ამერიკის თასის მესამე პრიზიორი (1987,1993,1995 წლები).”ატლეტიკო ნასიონალის” შემადგენლობაში 1989 წელს მოიპოვა “ლიბერტადორესის” თასი.ამავე წელს მოიპოვა “საკონტინენტთაშორისო” თასი.1995 წელს კი “ატლეტიკო ნასიონალთან” ერთად გავიდა “ლიბერტადორესის თასის” ფინალში,თუმცა დამარცხდა.კოლუმბიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა – 1991,1994 და 1995 წლებში.კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 63 მატჩი და გაიტანა 3 გოლი.რენე ხოსე იგუიტამ ბოლო საფეხბურთო სეზონი კოლუმბიური ქალაქის – პერეირას საფეხბურთო კლუბ – “დეპორტივო პერეირაში” ჩაატარა 2008-2009 წლებში.ეს კი სწორედ ის გუნდი იყო,რომელშიც თავისი პროფესიული კარიერა დაიწყო დიდმა მეკარემ. (ავტორი გენია.ჯი)
“მორიელის დარტყმა” – რენე ხოსე იგუიტა საპატას შესრულებით