დეკანოზი თავმას ჩოხელი – “დედის მონატრება”

შენ მასწავლე სიყვარული,

გულს სიკეთე გედგა მზედა,

მრავალ ღამეს მითენებდი,

მენატრები ჩემო დედა.

***

აკვნის თავთან ჯვარს მიდებდი,

სულში სითბო დამებედა,

როცა პირველ ნაბიჯს ვდგამდი,

შენი ხელი მედგა ზედა.

***

ჩემთან დარდებს არ უშვებდი,

ლოცულობდი ზედიზედა,

შენ მასწავლე სიყვარული,

სამშობლოსი სხვაზე მეტად.

***

მენატრება შენი სითბო,

ჩემი ტკბილი “ვაი დედა”,

იავნანას მიმღეროდი,

მაძინებდი ხელებზედა.

***

მაგ ხელების ნაზი სითბო,

დღესაც მათბობს,წლებსა ზედა,

ალბათ ბევრჯერ გულსაც გტკენდი,

მაპატიო ჩემო დედა.

***

ლამაზო და მშვენიერო,

აღმატებულ,დროთა ზედა,

მიყვარხარ და მენატრები,

ჩემი თმაჭაღარა დედა.