სულხან-საბა ორბელიანის განმარტება – “ტირილი”

“ტირილი” – ტირილიცა ესრეთ განიყოფიან: რამეთუ ცრემლი არს უხმო ოდენ ცრემლის დენა; ვაება არს,ავაჯითა და კეთილის სიტყვითა სატირალს რასმე იტყოდეს და ცრემლიოოდეს; გოდება არს ხმაკეთილობით ზრუნშეწყობით გულის სატკივართა სიტყვათა მგოსნობა,ხოლო ზრუნი – შებანება მისი; ქვითინი არს მწარეს ტირილზე გულშეწუხებულისაგან უკაფიო მაღალი დაძახილი,რომელ არს კოკოცება; სლუკ-სლუკი არს გულამოსკვნილისაგან საულდაუღებლად ტირილი; წუწუნი არს გულუტკივარი,უცრემლო,უგვანი,უნდომი რეცა ტირილი; ბღვრიალი არს ყრმათა მიერ მაღალი ცუდი ტირილი; ჩუხჩუხი არს ჩუმი და უხმო მწუხარების ტირილი,ვითარცა ქვაბი ადუღებული გულითა; წუწკუნი არს მცირეს ლეკვისა ტირილი,ხოლო წკმუილი ძაღლის ტირილად ითქმის. (ავტორი გენია.ჯი)