ედვარდ მუნკი – “ავადმყოფი გოგონა”
“ავადმყოფი გოგონა” – გენიალური ნორვეგიელი მხატვრისა და გრაფიკოსის – ედვარდ მუნკის (1863-1944 წლები) ცნობილი ტილოა,რომელიც მხატვარმა 1886 წელს დახატა.ტილოში მუნკმა ასახა მოგონება,საკუთარი დის – სოფი მუნკის ავადმყოფობისა და სიკვდილისა.ცნობილია,რომ სოფი მუნკი გარდაიცვალა 1877 წელს ტუბერკულიოზის შედეგად,ცხრა წლის შემდეგ რაც მუნკის დედა გარდაიცვალა.ამ მოვლენებმა ედვარდზე უდიდესი ნეგატიური გავლენა მოახდინა,რომელიც მის შემოქმედებაშიც (არა მარტო ამ სურათში) ფართოდ აისახა. (ავტორი გენია.ჯი) სოფი გარდაცვალების დროს მხოლოდ 15 წლის მოზარდი იყო,რაც კიდევ უფრო მტკივნეულად აღსაქმელია თითოეული ადამიანისათვის და არც არის გასაკვირი ედვარდის ღრმა სევდით სავსე ტილოების ხატვა,ამისათვის თუნდაც მისი ტილო “ყვირილიც” სრულიად საკმარისი იქნებოდა.ძმის მეხსიერებაში დარჩა სოფის გარდაცვალების ყველა დეტალი,თუ როგორ იტანჯებოდა იგი დიდი ხნის მანძილზე ტანჯვით,ჰალუცინაციების თანხლებით.ამ უდიდესი ტრაგედიის შემდეგ მალევე ედვარდმა დიდი იმედგაცრუება განიცადა რელიგიის მიმართ და ცხოვრების აზრის ძებნა ხელოვნებაში სცადა.სულ მხატვარმა ხუთი ვარიანტი შექმნა “ავადმყოფი გოგონა”-ს.ბოლო ვარიანტი შექმნა 1926 წელს,ამასთანავე გააკეთა რამდენიმე ლითოგრაფიაც აღნიშნული თემისა.ამ ტილიში მხატვარმა აღწერა რეალური სურათი და მისი დის პროტოტიპად 11 წლის გოგონა – ბეტსი ლინდსენი გამოიყვანა. (ავტორი გენია.ჯი) გოგონას მამასთან ედვარდ მუნკს მეგობრობა აკავშირებდა და იგი პროფესიით სამხედრო ექიმი გახლდათ.მოგვიანებით მხატვარი აღიარებს,რომ ეს ტილო მისი შემოქმედების სრულიად ახალი ეტაპი გახლდათ,იგი ამბობდა: “მუშაობამ ტილოზე “ავადმყოფი გოგონა”,მე გამიხსნა სრულიად ახალი გზა შემოქმედებისა და მოახდინა უდიდესი გარღვევა ჩემი შემოქმედებითი ნაწილისა.ამიტომ ჩემი მომდევნო მოღვაწეობის შედეგად შექმნილი ტილოები,სწორედ ამ სურათის გამოძახილია”.მუნკის აღნიშნული ტილო,კრიტიკოსებმა არაკეთილგანწყობილად მიიღო.ისინი მხატვარს გადაჭარბებულ ნატურალიზმში ადანაშაულებდნენ და მას მიიჩნევდნენ მხატვრად,რომელსაც ფუნჯის დაკავების უნარი არ გააჩნდა.დღესდღეობით ედვარდ მუნკის სურათი “ავადმყოფი გოგონა” ერთ-ერთ უდიდეს სამხატვრო ნიმუშად ითვლება ნორვეგიაში და იგი დაცულია ნორვეგიის დედაქალაქის – ოსლოს ეროვნულ გალერეაში. (ავტორი გენია.ჯი)