“მბულუ”
“მბულუ” – ფიჯის ენაზე “ბულუ”,წარმოადგენდა ფიჯის კუნძულზე მაცხოვრებელი ხალხის მითოლოგიის მიხედვით – “გარდაცვლილთა სულების სამყაროს”,რომელიც მდებარეობდა მიწისქვეშეთში.მათი წარმოდგენის თანახმად,გარდაცვლილთა სულები სწორედ “მბულუში” ხვდებოდნენ.თუ კი მამაკაცს ჰყავდა რამდენიმე ცოლი და ბრძოლაში მოკლა რამდენიმე მოწინააღმდეგე,ან მოღალატე,ამ შემთხვევაში გარდაცვლილის სული ხვდებოდა “მბულუში”.შესაბამისად,ასეთი თვისებების მქონე გარდაცვლილი მამაკაცის სული აუცილებლად განიხილებოდა “მბულუს” მიწისქვეშეთის მგზავრად. (ავტორი გენია.ჯი) ადგილობრივი მაცხოვრებლების მტკიცებით,თვე რომელიც ატარებდა ადგილობრივი ღმერთის “ვულა-ი-რატუმაიმბულუს” სახელს და ამასთანავე იგი გახლდათ სოფლის მეურნეობის მფარველი ღმერთი,სწორედ “მბულუ”-ს სამყაროდან ამოდიოდა,რათა პურის ხეები და სხვა საკვები მცენარეული პროდუქტები უფრო მსხმოიარეები და კარგი მოსავლის მომტანი ყოფილიყვნენ.ფიჯის კუნძულის მაცხოვრებელთა მითოლოგიის მიხედვით,კუნძულის ყველაზე დასავლეთი ნაწილიდან (ვანუა-ლევუდან) ხდებოდა გარდაცვლილთა სულების გამგზავრება “მბულუს,გარდაცვლილთა სულების სამეფოში”. (ავტორი გენია.ჯი)