ჯონ ფლემსტიდი
ჯონ ფლემსტიდი - დაიბადა 1646 წლის 19 აგვისტოს დენბიში (დერბიშირის საგრაფო,ინგლისი).იგი გახლდათ ერთ-ერთი გამოჩენილი ინგლისელი “სამეფო ასტრონომი” (დღევანდელ დროში მხოლოდ სიმბოლური დატვირთვის მქონეა).აღსანიშნავია,რომ ფლემსტიდი ამ თანამდებობაზე დანიშნული პირველი მეცნიერი გახლდათ.”სამეფო ასტრონომია” დაარსებულ იქნა ინგლისის,ირლანდიისა და შოტლანდიის მეფის ჩარლზ II-ის (1630-1685 წლები) მიერ 1675 წელს. (ავტორი გენია.ჯი) ამავე წელს ჯონი,მეფისვე მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე,დანიშნულ იქნა აღნიშნულ თანამდებობაზე.იმ პერიოდში “სამეფო ასტრონომი” საკმაოდ პრესტიჟული ფუნქციის მატარებელი გახლდათ.მოგვიანებით 1834 წელს დიდი ბრიტანეთის,ირლანდიისა და ჰანოვერის მეფის ვილჰელმ IV-ეს მიერ,შოტლანდიის “სამეფო ასტრონომის” ინსტიტუტიც იქნა შემოღებული.1675 წელსვე ჯონი ინიშნება პირველ დირექტორად “გრინვიჩის ობსერვატორიისა”,რომელიც ამავე წელს იქნა დაარსებული ჩარლზ II-ის ბრძანებით.ასევე ცნობილია,რომ ამ ობსერვატორიის მუშაობას სრულიად აფინანსებდა სახელმწიფო,ისევე როგორც დღეს არის.ჯონ ფლემსტიდის მნიშვნელოვან ნაშრომად მიჩნეულია “მთვარის მოძრაობის ცხრილი”,რომელიც ასტრონომმა 1673 წელს შეადგინა,მანამ სანამდე “სამეფო ასტრონომი” გახდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) მანვე 1712 წელს შეადგინა კატალოგი 3 ათასი ვარსკვლავის მდებარეობისა.ასევე მის უმნიშვნელოვანეს ნაშრომად ითვლება “ვარსკვლავების ატლასი”,რომელიც ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ 1729 წელს.უმეტეს სამუშაოს ჯონი ასრულებდა მთვარეზე დაკვირვებისა.აღსანიშნავია,ის ფაქტიც,რომ გენიალურმა ინგლისელმა ფიზიკოსმა – ისააკ ნიუტონმა მისი ნაშრომები გამოიყენა “მსოფლიო მიზიდულობის კანონის” შედგენისას.თუნდაც ეს ფაქტი მეტყველებს ამ დიდი ასტრონომის შესანიშნავად სექმნილს ასტრონომიურ ნაშრომებზე.ჯონ ფლემსტიდი გარდაიცვალა 1719 წლის 31 დეკემბერს გრინვიჩში. (ავტორი გენია.ჯი)