ვახტანგ VI-ის “ეპიტაფია” ლექსად
ქართლის მეფის 1716-1724 წლებში - ვახტანგ VI-ის ასტრახანში (1737 წლის 26 მარტი) გარდაცვალების შემდგომ,მისმა მდივან-მწიგნობარმა გივი თუმანიშვილმა დაწერა ეპიტაფია ლექსად,რომელშიც იგი თავად მეფეს ალაპარაკებს მისი მოღვაწეობის შესახებ:
“მე უმცირესმან ძმათაგან,ვახტანგ-ყე სახელდებული,
ოთხ წელ ვქმენ მცხეთა,ურბნისი,სადგრის კამარა გებული,
ტფილისს სიონი ხელახლად შევძერწე ქანდაკებული,
ჩემთვისაც სახლი სარკისა,შიგ ლხინი მოწონებული.
სტამბა მოვიღე ვლახეთით,ვამრავლე წიგნთა მელანი,
ქციის რუ ხუნანს წავიღე,გაღმითად მოვრწყე ველანი,
მაშავერის რუ ტბას შევრთე,შიგ ჩავსხი თევზნი ყველანი,
ესე მთა მოვნადირე,ვხოცე ირემი ძველანი,
სამართლის წიგნი დავწერე,მსაჯულს არ უნდა ცილობა,
ვეფხისტყაოსნის თარგმნობა,სხვა წერილთ არ ვსთქვა ცილობა,
ჩემთათა მყოფთა ჭაბუკთა უქმნია კარგი ზრდილობა,
ბოლოდ მიმიღო სოფელმან სიმდიდრე,მეფედ შვილობა”.(ავტორი გენია.ჯი)