იცით თუ არა,რომ
1. ტაილანდის ისტორიაში,იყო პერიოდი,როდესაც ამ ქვეყანას სახელი ეწოდებოდა ქვეყნის დომინირებადი ქალაქისა,მაგალითად: სუკჰოტაი,აიუტაია და ტონბური.1800 წლიდან კი მონაცვლეობით უწოდებდნენ მას,ხან – სიამს,ხანაც – ტაილანდს.
2. ტერმინი “აუტიზმი” პირველად ხმარებაში დაამკვიდრა შვეიცარიელმა ფსიქიატრმა – ეიგენ ბლეიერმა (1857-1939 წლები),თუმცა ეს ტერმინი გამოიყენებოდა უფროსი ასაკის ადამიანებში შიზოფრენიის დაავდების შემთხვევებში.ხოლო “აუტიზმი”-ს კონცეფცია თანამედროვე დაავადების გაგებით შემოტანილ იქნა ავსტრიული წარმოშობის ამერიკელი ფსიქიატრის – ლეო კანერის (1894-1981 წლები) მიერ. (ავტორი გენია.ჯი)
3. პირველი ცხენი დედამიწაზე 60 მილიონი წლის წინად გაჩნდა და მას ზოოლოგებმა – ეოგიპუსი (განთიადის ცხენი),უწოდეს.მათი სიმაღლე 35 სანტიმეტრი და წონით 5 კილოგრამი იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი)
4. იაპონური მითოლოგიის მიხედვით,მიწისძვრას დედამიწაზე გიგანტური სკაროსი,სახელად – ნამაცუ იწვევდა.
5. 1948 წლამდე ბერმუდის კუნძულებზე აკრძალული იყო პირადი ავტომობილის ფლობა და ამას მიიჩნევენ მიზეზად ამ კუნძულებზე უამრავი ველოსიპედის არსებობისა.
6. გენიალურ ფრანგ მხატვარს – პოლ სეზანს ჰყავდა თუთიყუში,რომელსაც შეასწავლა მხოლოდ ერთადერთი წინადადება და ამ წინადადებას თუთიყუში ხშირად იმეორებდა: “სეზანი – დიადი მხატვარია”.
7. ბიბლიაში – “ძაღლი’ 41-ჯერ არის მოხსენიებული და უმეტესად “ნეგატიურ” ასპექტში.
8. ტაჯიკეთში ქვეყნის სხელმწიფო ჩინოვნიკებს,ეკრძალებათ ჰქონდეთ “ოქროს კბილი (კბილები)”.
9. მეცნიერებას მთვარის შესწავლის შესახებ – “სელენოლოგია” ეწოდება,ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით მთვარის ღვთაების სელენას მიხედვით. (ავტორი გენია.ჯი)
10. ბუზის ფრენის საშუალო სიჩქარე,საათში 7 კილომეტრია.