მიხეილ გოლენიშჩევ-კუტუზოვი – “ეპიზოდი”
მიხეილ გოლენიშჩევ-კუტუზოვი (1745-1813 წლები) – წარმოადგენდა იმ რუს ფელდმარშალს და რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ სარდალს ისტორიაში,რომლის სახელთანაც ასოცირდება ნაპოლეონ ბონაპარტის დაუმარცხებლი არმიის განადგურება.იგი ერთი პერიოდის მანძილზე ოსმალეთის იმპერიაში,დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის ფუნქციას ასრულებდა.ეს სწორედ ის პერიოდი გახლდათ,როდესაც ოსმალეთსა და რუსეთს შორის მეტად დაძაბული ურთიერთობა სუფევდა.მიუხედავად ამისა,კუტუზოვი ერთ კომიკურ სიტუაციაში მაინც აღმოჩნდა.როდესაც სტამბოლს ეწვია,იმთავითვე შეაგროვა ცნობები ოსმალეთის იმპერიის სულთნის სელიმ III-ის (1761-1808 წლები) ფავორიტების მიდრეკილებათა შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) მალევე მან საჭურისებთან დამყარებული სანდო ურთიერთობის შედეგად,იმ ადგილას შეძლო შეღწევა,სადაც არავის არ ჰქონდა უფლება “ცალი თვალითაც” კი შეეჭვრიტა (ამ დროს კუტუზოვს ორივე თვალი საღი ჰქონდა).ამ ადგილს კი სახელად – “სერალი”,იგივე “ჰარამხანა” ერქვა.როგორც ცნობილია,თარგმანით “ჰარამხანა” – აკრძალულს,ხელუხლებელს აღნიშნავს და მასში შესვლის უფლება,მხოლოდ სულთანსა და საჭურისებს გააჩნდათ.სხვა შემთხვევაში “სერალის” დაუპატიჟებელი სტუმარი,განურჩევლად ეროვნებისა,სიკვდილით ისჯებოდა.მიუხედავად დიდი საფრთხისა,კუტუზოვმა მასში,მაინც შეაღწია,თანაც სრულიად მარტომ. (ავტორი გენია.ჯი) მდიდრული ძვირფასეულობითა და მშვენიერი თურქული ენის ცოდნით,იმთავითვე დაიპყრო “ჰარამხანაში” მაცხოვრებელი,ულამაზესი ქალების გულები და მათგან ბევრი საჭირო ბევრი ინფორმაციაც მოიპოვა.თუმცა,მისდა სამწუხაროდ,”სულთნის ვარდებთან” მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა,რამაც სრულიად სტამბული შეძრა.შეშინებული საჭურისი,რომელიც პასუხს აგებდა “ჰარამხანაზე”,სასწრაფოდ იქნა გამოძახებული სულთან სელიმ III-თან.როდესაც იგი სულთნის წინაშე წარსდგა,თავი რომ გადაერჩინა,იცრუა,რომ კუტუზოვი (რომელიც გამოირჩეოდა ოჯახის ღირსეული მამობით),რუსეთის იმპერიის დედოფლის – ეკატერინე II-ის “მთავარი საჭურისი” იყო.აღნიშნულმა ფაქტმა სულთნის მძვინვარება ჩააცხრო,რადგან საჭურისებს უფლება ეძლეოდათ “ჰარამხანაში” სტუმრობისა.შესაბამისად თავი გადაირჩინა “ჰარამხანაზე” პასუხისმგებელმა საჭურისმაც.ამ ისტორიის განვრცობამ კი საკმაოდ დიდი ხალისი გამოიწვია არა მარტო სულთნის სამეფო კარზე,არამედ რუსეთის იმპერიის სამეფო კარზეც.თუმცა ფაქტია,რომ სიცოცხლის საფრთხის რისკის ფასად ჩადენილი საქციელით – კუტუზოვმა მიზანს მაინც მიაღწია,რადგან მან “ჰარამხანაში” სტუმრობებით მოპოვებული ინფორმაციებით ყველა მთავარი ამოცანის ამოხსნა შეძლო. (ავტორი გენია.ჯი)