მორის ფოცხიშვილის გენიალური ლექსი – “თვითგვემა”

ცხრა მზითაც რომ გვასხივებდნენ,

რა უფლებით ვგრიალებთ და ვჯანმრთელობთ?!_

თუ გრძნობ,ტაოს გამსხვისებელს,

მკლავი ძირში რომ გახმება,

ქ ა რ თ ვ ე ლ ო.

***

დავას როგორ დაგიწყებდნენ,

მათქმევინე საუფლოდ და სათემოდ, -

დედაენის დამვიწყებელს,

ხვალ-ზეგ დედა გეტირება,

ქ ა რ თ ვ ე ლ ო.

***

ვიცი,კვლავაც გააჩუქებ -

სავენახეს,

სამზეოს და

სართველოს…

არის კიდევ სხვა საუნჯე,

ვიდრე შენი საქართველო,

ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!

***

იქნებ გული აღარ გერჩის,

ნაოხარო,

ნატანჯო და

ნათმენო, -

რატომ გიკვირს,ქართველებში

ქართველი რომ ქართველობდეს,

ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!

***

თვალებს ვითხრი,თუმც არ მძინავს,

თქვი,უშენოდ

მწუხრი სად გავათენო, -

ერთი დედის შვილები ვართ,

ვაი,ხომ არ გავიწყდება,

ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!

***

არც რა ტყვიით,

არც რა შხამით,

დუმილითაც შეგიძლია გამთელო, -

ისე მომკალ,რომ სხვამ მაინც

არ გაიგოს.

შენ რომ მომკალ,

ქ ა რ თ ვ ე ლ ო!