ბენვენუტო ჩელინი – “სალიერა”
“სალიერა” - (იტალიური თარგმანით აღნიშნავს სამარილეს).იგი წარმოადგენს ნაწილობრივ ემალით დაფარულ ოქროსა და სპილოს ძვლისაგან დამზადებულ სკულპტურას,რომელიც შექმნილ იქნა 1543 წელს,უდიდესი იტალიელი (ფლორენციელი) მოქანდაკის,საიუველირო ხელოვნების დიდოსტატის და მხატვრის - ბენვენუტო ჩელინის (1500-1571 წლები) მიერ.“სალიერა” გახლავთ,მანიერიზმის ეპოქის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების შედევრი ქმნილება,რომელიც დიდოსტატმა საფრანგეთის მეფის ფრანსუა I-ის (1494-1547 წლები) შეკვეთის საფუძველზე დაამზადა.სკულპტურის სიმაღლე 26 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 33,5 სანტიმეტრი.თავდაპირველად სამარილის შეკვეთა ჩელინის კარდინალმა იპოლიტო დ’ესტემ მისცა.მოგვიანებით იუველირმა იდეად დაისახა დაემზადებინა ისეთი სახის სამარილე,სადაც გამოსახული იქნებოდა ალეგორიული კავშირი მიწასა (ცერერა) და ზღვას (ნეპტუნი) შორის,საიდანაც საბოლოო ჯამში “იბადებოდა” მარილი.აღნიშნული იდეა ჩელინიმ მხოლოდ რამდენიმე წლის გასვლის შემდგომ განახორციელა,რაც მის ავტობიოგრაფიაშიც არის ჩაწერილი.კერძოდ 1543 წელს საფრანგეთის მეფის ფრანსუა I-ის შეკვეთის საფუძველზე,დიდმა ხელოვანმა თავისი იდეის სრულიად რეალიზება შესძლო.(ავტორი გენია.ჯი). აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “სალიერა” იმთავითვე “შეუფასებელ” ნივთად იქცა,რადგან იგი ერთადერთი ის საიუველირო ნაკეთობაა დიდი შემოქმედისა დღემდე,რომელიც დანამდვილებით შეიძლება ითქვას,რომ მისი დამზადებულია და არანაირ ეჭვს არ იწვევს.მოგვიანებით საფრანგეთის მეფე შარლ IX-ემ,აღნიშნული შედევრი ავსტრიის ერჰერცოგს – ფერდინანდ II-ეს მიუძღვნა საჩუქრად.რის შემდეგაც “სალიერა” ინსბრუკში მდებარე ამბრასის ციხე-სიმაგრის ნამდვილ “თვალმარგალიტად” იქცა.XIX საუკუნეში კი იგი გადატანილ იქნა ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში.(ავტორი გენია.ჯი) 2003 წლის 11 მაისს,მაშინ როდესაც მუზეუმში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა,”სალიერა” გატაცებულ იქნა.მიუხედავად იმისა,რომ მისი ფასი 50 მილიონ ევროს შეადგენდა,ავსტრიის ხელისუფლებამ აღმომჩენს,ამ უძვირფასესი შედევრისა,ჯილდოდ მხოლოდ 70 000 ევრო დაუწესა.აღნიშნული ფაქტი იმით ახსნა,რომ შეუძლებელი იქნებოდა მძარცველებისათვის ასეთი განუზომლად დიდი ფასეულობის გაყიდვა.ცნობილია ისიც,რომ “სალიერა” დაზღვეული იყო მისი საბაზრო ფასის ნახევარში,რადგან ასეთი ღირებულების შედევრის მოპარვას სერიოზულად ვერავინ აღიქვავდა.საბოლოო ჯამში “სალიერა”,2006 წლის 21 იანვარს აღმოჩენილ იქნა ავსტრიის ქალაქ ცვეტლთან ახლოს მდებარე ტყეში ტყვიის ყუთში.როგორც სპეციალისტები ვარაუდობდნენ,მისი გაყიდვა ვერაფრით შეძლეს გამტაცებლებმა.დღესდრეობით,ბენვენუტო ჩელინის მიერ დამზადებული შედევრი “სალიერა” ისევ ვენის სამხატვრო ხელოვნების ისტორიის მუზეუმის “ბინადარია” და კვლავაც აოგნებს მნახველს მისი საოცარი ქმნილებით.(ავტორი გენია.ჯი)